მათემატიკოსებმა გამოითვალეს, თუ ვინ მოიგებს ევრო 2016-ს

AutoSharing Option
ინსბრუკის უნივერსიტეტის მათემატიკოსებმა შექმნეს სტატისტიკური მოდელი, რომელიც გარკვეული ალბათობით, ევრო 2016-ის შედეგების წინასწარმეტყველების საშუალებას იძლევა.

მათი პროგნოზებით, ევრო 2016-ის მოგების ყველაზე დიდი შანსი საფრანგეთს და გერმანიას აქვთ.

გამარჯვებულების ამოსაცნობად მეცნიერებმა 19 საბუკმეკერო კომპანიის მატჩების შედეგების მონაცემები აიღეს და ისინი რთულ სტატისტიკურ მოდელში გამოიყენეს.

აღნიშნული მოდელის მიხედვით, საფრანგეთს ტურნირის მოგების შანსი 21.5% აქვს, ხოლო გერმანიას - 20.1%. კონტინენტის მოქმედი ჩემპიონის, ესპანეთის შანსი კი 13.7 პროცენტია.

მოდელი ასევე იძლევა საშუალებას, იწინასწარმეტყველოს, რომელი ნაკრებები შეხვდებიან ერთმანეთს. რადგან საფრანგეთი და გერმანია საკუთარი ჯგუფების ფავორიტები
არიან, ისინი სავარაუდოდ ერთმანეთს ნახევარფინალში შეხვდებიან. მატჩის გამარჯვებული კი ფინალში ესპანეთს შეხვდება. იმის ალბათობა, რომ ფინალში ესპანეთი საფრანგეთს შეხვდება, 5.7 პროცენტია, ხოლო გერმანიას - 5.4%.

ამასთან ერთად, მათემატიკოსები აღნიშნავენ, რომ მათ მოდელს მატჩების შედეგების გამოცნობა 100 პროცენტით არ შეუძლია. ის, უბრალოდ, გუნდის მოგების ალბათობას ადგენს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
"რადგან საფრანგეთი და გერმანია საკუთარი ჯგუფების ფავორიტები არიან, ისინი სავარაუდოდ ერთმანეთს ნახევარფინალში შეხვდებიან" მცდარი წინადადებაა, აზზრზე არ ყოფილან ეგ თქვენი მათემატიკოსები, სწორედ იმიტომ რომ საფრანგეთი და გერმანია ჯგუფის ფავორიტები არიან ერთმანეთთან შეხვედრა ფინალამდე არანაირად არ უწევთ, თუ რათქმა უნდა ორივე პირველზე გავა თავის ჯგუფში. ესპანეთს კიდე მეოთხედფინალში უწევს საფრანგეთთან შეხვედრა თუ ისიც პირველ ადგილს აიღებს ჯგუფში.
P.S. ერთ მხარეს ესპანეთი-საფრანგეთია და მეორე მხარეს გერმანია-ბელგია, აი ამათშია ფინალისტები. ანუ საფრანგეთი-ბელგია :D
ziqenbud
09:37 03-06-2016
0
აბა, აბა, რამხელა მათემატიკური გათვლები უნდა იმის გამოცნობას, რომ ყველაზე დიდი შანსი გერმანიას და საფრანგეთს აქვთ :-)
giorgipirweli
22:28 02-06-2016
0

სიახლეები პოპულარული