საფრანგეთმა ევროპის ჩემპიონატი მოგებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
მასპინძელმა საფრანგეთის ნაკრებმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველი შეხვედრა მოიგო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 ივნისს, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატმა სტარტი აიღო და 1 თვის მანძილზე გასტანს.

გახსნით მატჩში ფრანგების მეტოქე რუმინეთის ნაკრები იყო. მატჩის 57-ე წუთზე მეკარის შეცდომის ხარჯზე, რომელმაც გამოსვლაზე ვერ იყოჩაღა, ოლივიე ჟირუმ თავური დარტყმით მასპინძლები დააწინაურა. საფრანგეთმა შეტევა გააგრძელა, 8 წუთში კი თავის კარში პენალტი მიიღო - საჯარიმოში წესები პატრის ევრამ დაარღვია, რითაც ბოგდან სტანჩუმ ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა 1-1.

88-ე წუთზე კი, მატჩის უდავოდ
საუკეთესო ფეხბურთელმა დიმიტრი პაიემ ულამაზესი დარტყმით ფრანგებს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა - 2:1.

A ჯგუფის მეორე მატჩი ხვალ, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება, სადაც ერთმანეთს ალბანეთის და შვეიცარიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 9 /
რატომ არ უნდა გაგიტანოს და გუშინდელი თამაშით თუ ვიმსჯელებთ შემტევი პოტენციალი რუმინელების საქართველოსას არ აღემატება(ერთი რეალური საგოლე მომენტი 90წთ)არანაირი ფანტაზია,ტექნიკურად... ჩვენ ფეხბურთელებს მეტი შეუძლიათ კიდევ, გუშინდელი რუმინეთის ნაკრები ტაქტიკურად და ფიზიკურად მაღალ დონეზე იყო მომზადებული, ბურთს დაკარგავდნენ თუ არა ისე სწრაფად გადაეწყობოდნენ დაცვაზე რომ ფრანგების სწრაფი შემტევებიც კი ვერაფერს ხდებოდნენ............
gela-s
14:25 11-06-2016
0
samu რას ქვია არასწორედ, საჯარიმოში მოწინაარმდეგე, ფეხბურთელი , რომ ბურთს იღებს, მეკარემ არ უნდა ააცალოს თავიდან ბურთი ? მე კომენტატორებზე გავგიჟდი, რომ თქვე მეკარემ შეცდომა დაუშვაო, მუშთით უნდა აეღოო, ეგ ვისი რა საქმეა, იქნებ იმ მეკარეს დამუღამებული აქვს ეგეთი ბურთის დაჭერა.
ლაშა19
14:24 11-06-2016
0

სიახლეები პოპულარული