საფრანგეთმა ევროპის ჩემპიონატი მოგებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
მასპინძელმა საფრანგეთის ნაკრებმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველი შეხვედრა მოიგო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 ივნისს, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატმა სტარტი აიღო და 1 თვის მანძილზე გასტანს.

გახსნით მატჩში ფრანგების მეტოქე რუმინეთის ნაკრები იყო. მატჩის 57-ე წუთზე მეკარის შეცდომის ხარჯზე, რომელმაც გამოსვლაზე ვერ იყოჩაღა, ოლივიე ჟირუმ თავური დარტყმით მასპინძლები დააწინაურა. საფრანგეთმა შეტევა გააგრძელა, 8 წუთში კი თავის კარში პენალტი მიიღო - საჯარიმოში წესები პატრის ევრამ დაარღვია, რითაც ბოგდან სტანჩუმ ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა 1-1.

88-ე წუთზე კი, მატჩის უდავოდ
საუკეთესო ფეხბურთელმა დიმიტრი პაიემ ულამაზესი დარტყმით ფრანგებს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა - 2:1.

A ჯგუფის მეორე მატჩი ხვალ, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება, სადაც ერთმანეთს ალბანეთის და შვეიცარიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ჟირუს იდაყვით რუმინელ მეკარეს ხელში რომ მიარტყა და ამის გამო ვერ აიღო ბურთი მეკარემ, ეგ ჯარიმა არ იყო ?
ლაშა19
01:11 11-06-2016
0
მეკარესთან ნებისმიერი კონტაქტი მის საჯარიმოში ჯარიმაა და აქ აშკარად იდაყვი ჩაარტყა ხელში რომლითაც ბურთს იჭერდა. ეს ერთი საფრანგეთის სასარგებლოდ და კიდევ ბევრი იქნება.
Levani
04:31 11-06-2016
0

სიახლეები პოპულარული