უკრაინელ ფანებს თავს უცნობები დაესხნენ, სავარაუდოდ, გერმანიის ნაკრების ფანები. დაჭრილი ფანების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შემდეგ უკრაინელი ფანები პოლიციის კორტეჟით მიაცილეს ლილის სტადიონამდე. ერთ-ერთი თავდამსხმელი დაკავებულია, თუმცა ჯერჯერობით, მას ბრალი არ წარდგენია.
შეგახსენებთ, რომ არეულობები უკვე მოხდა მარსელში რუსეთისა და ინგლისის ნაკრებთა ფანებს შორის და ნიცაში პოლონეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ფანებს შორის.