ლილში უკრაინის ნაკრების ორი ფანი დაჭრეს

AutoSharing Option
12 ივნისს საფრანგეთის ქალაქ ლილში გერმანიისა და უკრაინის ნაკრებთა მატჩის წინ ამ ქვეყნების ნაკრებების ფანებმა იჩხუბეს, რის შედეგადაც ორი უკრაინელი ფანია დაჭრილი.

უკრაინელ ფანებს თავს უცნობები დაესხნენ, სავარაუდოდ, გერმანიის ნაკრების ფანები. დაჭრილი ფანების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შემდეგ უკრაინელი ფანები პოლიციის კორტეჟით მიაცილეს ლილის სტადიონამდე. ერთ-ერთი თავდამსხმელი დაკავებულია, თუმცა ჯერჯერობით, მას ბრალი არ წარდგენია.

შეგახსენებთ, რომ არეულობები უკვე მოხდა მარსელში რუსეთისა და ინგლისის ნაკრებთა ფანებს შორის და ნიცაში პოლონეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ფანებს შორის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული