ევრო 2016. E ჯგუფი. I ტურის წინ: 46 მებრძოლის ამბავი

AutoSharing Option
13 ივნისი. სენ დენი. "სტად დე ფრანსი"
ირლანდია-შვედეთი 20:00
ირლანდია (სავარაუდო): რენდოლფი - კოულმენი, ო'ში, კიო, ბრეიდი - უილანი, მაკარტი, ჰენდრიკი, ჰულაჰანი - უოლტერსი, ლონგი
შვედეთი (სავარაუდო): ისაკსონი - ლუსტიგი, იოჰანსონი, გრანკვისტი, ოლსონი - ლარსონი, ლევიცკი, ჩელსტრიომი, ფორსბერგი - იბრაჰიმოვიჩი, ბერგი
მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)

13 ივნისი. ლიონი. "სტად დე ლიონი"
ბელგია-იტალია 23:00
ბელგია (სავარაუდო): კურტუა - ალდერვეირელდი, დენაიერი, ვერმალენი, ვერტონგენი - ვიტსელი, ნაინგოლანი - მერტენსი, დე ბრუინი, აზარი - რ. ლუკაკუ
იტალია (სავარაუდო): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - კანდრევა, პაროლო,
დე როსი, ჯაკერინი, დარმიანი - იმობილე, ძაძა
მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)

მარკ ვილმოტსი (ბელგია): "გამარჯვება თვითრწმენას შეგვმატებს და პირიქით - მარცხი ძალიან დაგვაზარალებს ფსიქოლოგიურად. იტალიის ნაკრები ყველაზე პრესტიჟული და რთული მეტოქეა, ვისითაც შეიძლება მოგიწიოს ტურნირის დაწყება. მატჩი დაიწყება თუ არა, მხოლოდ უმაღლესი კლასი უნდა გამოვავლინოთ. იტალიის ლიგა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, მათი მცველები ძალიან ძლიერები არიან. მეტოქეს დიდებული მწვრთნელი ჰყავს. ბელგიამ არ უნდა გააწბილოს საფრანგეთში ჩამოსული 18 ათასი ფანი".

ანტონიო კონტე (იტალია): "ხვალ ბრძოლას 46 მებრძოლი იწყებს, 23 ჩვენი და 23 ბელგიელი. ქვეყნის პრესტიჟი მხოლოდ ბრძოლითაა დასაცავი. ბელგიის ნაკრებზე ბევრს ლაპარაკობენ, მათი პოტენციალი ყველამ იცის. მართლაც, ბოლო წლებში ბელგიურმა ფეხბურთმა საოცრად მოუმატა და კიდევ უფრო მოუმატებს".  

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული