საფრანგეთმა ბელგიას კოლო მუანის რიკოშეტით გატანილი გოლით მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგეთმა ბელგია 1:0 დაამარცხა.

პირველ ტაიმში გუნდები ფრთხილად თამაშობდნენ. ფრანგები მცირე უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა გოლი ვერ გაიტანეს. შესვენების შემდეგ დეშამის შეგირდებმა შეტევები გააძლიერეს და შეცვლაზე შესულმა კოლო მუანიმ ვერტონგენისგან რიკოშეტით გამარჯვების გოლი გაიტანა.

საფრანგეთი მეოთხედფინალში პორტუგალიასა და სლოვენიას შორის გამარჯვებულს 5 ივლისს დაუპირისპირდება.

დიუსელდორფი. „დიუსელდორფ არენა“. 46 810 მაყურებელი
საფრანგეთი - ბელგია 1:0
გოლი: ვერტონგენი (85, საკ. კარში)

. საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა რაბიომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მეოთხედფინალურ შეხვედრას გამოტოვებს.

altავსტრია D ჯგუფში პირველია - საფრანგეთი

მეორე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
კოლო მოანი არა ტოროლა, მაგას სადაც გასატანი ქონდა თანაც ორი იქ გაეტანა, არგენტინასთან ფინალში მაგ ჩოილარს!
ბოხუმ
22:43 01-07-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული