მთლიანობაში, ამ ქალაქის მთავარ არენა "ჟოფრუა გიშარზე" 4 მატჩი გაიმართება: 14 ივნისს პორტუგალია ისლანდიას შეხვდება, 17 ივნისს ხორვატია-ჩეხეთია, 20 ივნისს ინგლისი სლოვაკეთთან გაარკვევს ურთიერთობას, ხოლო 25 ივნისს ერთ-ერთი მერვედფინალური მატჩიც გაიმართება.
სულ საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს 10 დირექტორი ჰყავს. უეფაში დაფასებულ ახალკაცს ეს პატივი მესამედ ერგო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"