ევრო 2016. D ჯგუფი. I ტური. ესპანეთს ჟერარდ პიკემ მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
13 ივნისს ევრო 2016-ზე D ჯგუფის მატჩში ტულუზში ევროპის ჩემპიონი ესპანეთი ჩეხეთს დაუპირისპირდა და 1:0 მოუგო.

ესპანეთის ნაკრებმა ბურთზე კონტროლი დააწესა, მაგრამ ჩეხებმა პირველ ტაიმში კარის მშრალად შენახვა მოახერხეს.

ანგარიში მხოლოდ 87-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც ანდრეს ინიესტამ საჯარიმოში ჩააწოდა და ყველას თავით ჟერარდ პიკემ დაასწრო - 1:0.

შეგახსენებთ, რომ ამ ჯგუფის პირველ მატჩში ხორვატიის ნაკრებმა 1:0 დაამარცხა თურქეთის ნაკრები.


ესპანეთი-ჩეხეთი 1:0
გოლი: 1:0 პიკე (87)

II ტური
17 ივნისი
ჩეხეთი-ხორვატია
ესპანეთი-თურქეთი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული