ევრო 2016. E ჯგუფი. I ტური: შვედეთის ნაკრები წაგებას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
13 ივნისს, საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე E ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც შვედეთის ნაკრები ირლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა - 1:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩში ანგარიში 48-ე წუთზე ირლანდიელმა უესლი ჰულეჰანმა გახსნა. ამის შემდეგ შვედეთი გააქტიურდა, რამაც, საბოლოოდ, შედეგი მაინც გამოიღო - 71-ე წუთზე საირან კლარკმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, რითაც მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, E ჯგუფში შვედეთს და ირლანდიას თითო-თითო ქულა აქვთ. მომდევნო შეხვედრას შვედეთის ნაკრები 17 ივნისს იტალიის წინააღმდეგ გამართავს, ირლანდია კი 18 ივნისს
ბელგიას შეხვდება.

დღესვე E ჯგუფის პირველი ტურის მეორე შეხვედრა გაიმართება. თბილისის დროით 23:00 სთ-ზე ბელგიისა და იტალიის მატჩი დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული