14 ივნისს, საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე F ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც პორტუგალიის ნაკრები დებიუტანტ ისლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და სრულიად მოულოდნელად ვერ მოუგო - 1:1.
იხილეთ ვიდეო
ანგარიში მატჩის 31-ე წუთზე პორტუგალიელებმა გახსნეს - თავი
ლუის ნანიმ გამოიჩინა. პირველი ტაიმი ასეც დასრულდა. მეორე ტაიმის 50-ე წუთზე კი ისლანდიელებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს - ზუსტი დარტყმა
ბირკირ ბიარნასონის ანგარიშზეა, რომელმაც ამ გოლით ისლანდიის ნაკრებს ისტორიული ქულა მოუტანა.
F ჯგუფში 3 ქულა აქვს უნგრეთის ნაკრებს და ჯგუფს ლიდერობს, პორტუგალიასა და ისლანდიას
თითო-თითო ქულა აქვთ, ავსტრია კი ჯერჯერობით უქულოთაა. მომდევნო შეხვედრას პორტუგალიის ნაკრები 18 ივნისს ავსტრიის წინააღმდეგ გამართავს, ისლანდიელები კი ამავე დღეს უნგრეთს დაუპირისპირდებიან.