ლილში რუს და ბრიტანელ გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 ივნისს ლილში რუს და ბრიტანელ ქომაგებს შორის შეტაკებები მოხდა.

Sky Sports-ის ინფორმაციით, რუსები უელსელ და ინგლისელ ფანებს დაესხნენ თავს, თუმცა პოლიციამ ინციდენტის განეიტრალება შეძლო. შედეგად ორი რუსი გულშემატკივარი დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ უელსელი და ინგლისელი ქომაგები სპეციალურად გაერთიანდნენ რუსების წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ ლილში რუსეთსა და სლოვაკეთს შორის მატჩი გაიმართება, ხოლო ლანსში უელსი ინგლისს ეთამაშება.

აქვე გეტყვით, რომ უეფამ 14 ივნისს გააფრთხილა რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია, რომ
გულშემატკივრების მსგავსი საქციელის შემთხვევაში რუსეთს ტურნირიდან მოხსნიდა. ამას დამატებული, უეფამ რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია 150 ათასი ევროთი დააჯარიმა.

- უეფას სასჯელი: დეპორტაცია რუს ფანებს და პირობითი დისკვალიფიკაცია ნაკრებს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული