ეს საიტი ითვლის თამაშის თითქმის ყველა სტატისტიკურ დეტალს და ფეხბურთელთა შეფასებებიც მხოლოდ ამის მიხედვით გამოჰყავს.
ტოპ-10
1. დიმიტრი პაიე საფრანგეთი 9,59
2. ტონი კროოსი გერმანია 9,41
3. შკოდრან მუსტაფი გერმანია 8,82
4. ლუკა მოდრიჩი ხორვატია 8,72
5. ფაბიან შერი შვეიცარია 8,60
6. ჰანეს ჰალდორსონი ისლანდია 8,54
7. ანდრეს ინიესტა ესპანეთი 8,44
8. ზოლტან გერა უნგრეთი 8,44
9. გარეთ ბეილი უელსი 8,38
10. ვეს ჰულაჰანი ირლანდია 8,27
შენიშვნა: ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო ლორიკ ცანამ (ალბანეთი) - 4,75.
I ტურის საინტერესო სტატისტიკა
* 1,83 გოლი მატჩში, ჯერჯერობით, ყველაზე ცოტაა * ევრო 2016-ზე 21-მა ფეხბურთელმა თითო გოლი გაიტანა.
* კიდევ ერთი გოლი საკუთარ კარში გაიტანეს (კლარკი, ირლანდია).
* 17-მა ფეხბურთელმა გააკეთა თითო საგოლე პასი.
* მხოლოდ დიმიტრი პაიეს (საფრანგეთი) აქვს 2 ქულა გოლი+პასი სისტემით.
* 36-მა ფეხბურთელმა მიიღო ყვითელი ბარათი, 2 (დრაგოვიჩი, ცანა) გააძევეს.
* კარისკენ ყველაზე მეტჯერ კრიშტიანო რონალდომ (პორტუგალია) დაარტყა - 10-ჯერ. შემდეგ მოდიან დავიდ ალაბა (ავსტრია) და მარსელო ბროზოვიჩი (ხორვატია) - 6-6.
* ყველაზე მეტი მნიშვნელოვანი პასი გააკეთა პაიემ - 8. მარუან ფელაინი (ბელგია) 7 პასით მეორე ადგილზეა. მესამეზეა დავიდ სილვა (ესპანეთი) - 6.
* ყველაზე მეტჯერ დრიბლინგის წარმატებული მცდელობა კაილ უოკერს (ინგლისი) ჰქონდა - 6. 5-5-ით მეორე ადგილს პაიე, ედენ აზარი (ბელგია), რაჰიმ სტერლინგი (ინგლისი) და ვლადიმირ ვაისი (სლოვაკეთი) იყოფენ.
* ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი) თამაშგარეში 4-ჯერ მოხვდა. ეს "საუკეთესო" მაჩვენებელია.
* ყველაზე მეტჯერ რობერტ ლევანდოვსკიმ (პოლონეთი) დაკარგა პოზიცია.
* ყველაზე მეტი ტექნიკური წუნი მოუვიდათ ფლორინ ანდონეს (რუმინეთი) და მიხალ დიურიშს (სლოვაკეთი).
* ყველაზე მეტი პასი გააკეთა გრანიტ ჯაკამ (შვეეიცარია) - 116. 100-ზე მეტი პასი გააკეთეს: ტონი კროოსმა (გერმანია) - 109 და ჟერომ ბოატენგმა (გერმანია) - 102.
* მათ შორის, ვინც 50 და მეტი პასი გააკეთა, ყველაზე აკურატული სერხიო ბუსკეტსი (ესპანეთი) იყო - 95,1%.
* 5-5 ჩაწოდება დარიო სრნას (ხორვატია) და იევჰენ კონოპლიანკას (უკრაინა) ანგარიშზეა.
* ყველაზე მეტი გრძელი პასი (მეკარეებს თუ არ ჩავთვლით) გააკეთა პეპემ (პორტუგალია) - 14.
* ყველაზე მეტი, 7 ორთაბრძოლა მოიგო ზოლტან გერამ (უნგრეთი) - 7.
* ყველაზე მეტჯერ, 7-ჯერ ჩაჭრა მეტოქეთა გადაცემები შკოდრან მუსტაფიმ (გერმანია).
* ყველაზე მეტჯერ, 5-ჯერ დაჯარიმდა არონ გუნარსონი (ისლანდია).
* მეტოქეთა დარტყმებს 3-3-ჯერ გადაეღობნენ ჯორჯო კიელინი (იტალია) და ეშლი უილიამსი (უელსი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"