ევრო 2016. II ტური. F ჯგუფი: რონალდო პენალტს აფუჭებს, პორტუგალია ვერ იგებს [VIDEO]

AutoSharing Option
18 ივნისს საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 ჩემპიონატზე მეორე ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა. F ჯგუფში ერთმანეთს პორტუგალიისა და ავსტრიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

პარიზში, "პარკ დე ფრენსზე" გამართულ მატჩში უპირატესობას პორტუგალიელები ფლობდნენ, ანგარიშის გახსნის ყველაზე კარგი შანსი კი კრიშტიანო რონალდოს 79-ე წუთზე, 11-მეტრიანით ჰქონდა, თუმცა მადრიდის "რეალის" ვარსკლავმა ბურთი ძელს მოარტყა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ ამ ჯგუფში მანამდე გამართულ შეხვედრაში ისლანდიისა და უნგრეთი ნაკრებებმა ფრედ 1:1 ითამაშეს. ბოლო ტურის წინ ჯგუფს უნგრეთი ლიდერობს 4 ქულით, 2-2 ქულა აქვთ ისლანდიასა და პორტუგალიას,
ხოლო ავსტრიას - 1.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული