საქმეები ფანების საციელს ეხება.
უნგრების წინააღმდეგ საქმე ფანების მიერ პირო ტექნიკის გამოყენებისა და ისლანდიასთან (1:1) მატჩში მომხდარი არეულობის გამო აღიძრა. აღნიშნულ საკითხს 21 ივნისს განიხილავენ.
რაც შეეხება ბელგიელებს, მათ პიროტექნიკის გამოყენებისა და ტრიბუნებიდან ნივთების სროლის გამო ედავებიან. ამ სამქეს უეფა ევრო 2016-ის დასრულების შემდეგ განიხილავს.
პორტუგალიელების წინააღმდეგ კი საქმე მოედანზე გამოვარდნილი ფანის გამო გაიხსნა, რომელმაც კრიშტიანო რონალდოსთან ერთად ფოტო გადაიღო. ამ მომენტს ასევე ტუნირის დასრულების შემდეგ განიხილავენ.