მარიო გიოტცე: ზოგჯერ ძაღლი ხარ, ზოგჯერ ხე, რომელთანაც ძაღლი შარდავს
AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა მარიო გიოტცემ პოლონეთთან (0:0) მატჩის შემდეგ მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე ისაუბრა.
"ფეხბურთში ასე ხდება ხოლმე. ზოგჯერ ძაღლი ხარ, ზოგჯერ ხე, რომელთანაც ძაღლი შარდავს.
კრიტიკა თამაშის ნაწილია, თუმცა ყველანი პროფესიონალები ვართ, რომ მას გავუმკლავდეთ და შემდეგ მატჩს დაველოდოთ", - თქვა გიოტცემ. მომზადებულია dw.com-ის მიხედვით