ევრო 2016-ის ამბები: ლილში მინდორი შეღებილია

AutoSharing Option
ევრო 2016-ზე ხულიგნების პრობლემა, ასე თუ ისე, მოგვარდა, სამაგიეროდ, მეორე პრობლემა ძალაში რჩება - სათამაშო მინდვრების მხრივ ორგანიზატორებს დიდი თავსატეხი აქვთ. თავად ფრანგები ამბობენ, რომ მინდვრები ასეთ მდგომარეობაში მხოლოდ ზამთარშია.

რა თქმა უნდა, იყო წვიმები, წყალდიდობა, მაისი კი ყველაზე წვიმიანი თვე იყო ისტორიაში. ამასთან, საქმე მხოლოდ ბუნებაში არ არის. საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მდგომარეობას "კატასტროფა" უწოდა. "როგორ შეიძლებოდა ევროს დაწყებამდე ერთი თვით ადრე, "ველოდრომზე" AC/DC-ის კონცერტის გამართვა?" - დასვა კითხვა დეშამმა ალბანეთთან 2:0 მოგების შემდეგ.

"ველოდრომი" ერთადერთი სტადიონი
არ არის, სადაც გაზონი დიდ კრიტიკას იმსახურებს. თუ "სტად დე ფრანსის" მინდორმა საფრანგეთი-რუმინეთის მატჩის შემდეგ შეფასება "კარგი" დაიმსახურა, ირლანდია-შვედეთის მატჩისთვის შეფასება "საშუალომდე" დაეშვა. იგივე ითქმის მარსელზე.

ყველაზე უცნაური ამბავი ლილის სტადიონს უკავშირდება. თურმე აქ მინდორი ისეთ მდგომარეობაშია, რომ სტადიონის ხელმძღვანელობას თვალის ასახვევად ბალახი მწვანედ შეუღებავს.

რუსეთის ნაკრები კაპიტნის გარეშე
რუსეთისა და უელსის მატჩის 52-ე წუთზე რომან შიროკოვის შეცვლის შემდეგ, რუსების რიგებში უხერხული მომენტი შეიქმნა - მოედანზე დარჩენილ ფეხბურთელებს შორის არავის სურდა კაპიტნის სამკლავურის მიღება.

ალექსანდრ გოლოვინი დიდი ხანი ვერ ხვდებოდა - ვისთვის გადაეცა სამკლავური - ბერეზუცკი მოედანზე აღარ იყო, იგნაშევიჩმა კატეგორიული უარი განაცხადა და ბოლოს, სწორედ მან "დანიშნა" კაპიტნად იგორ აკინფეევი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული