რა თქმა უნდა, იყო წვიმები, წყალდიდობა, მაისი კი ყველაზე წვიმიანი თვე იყო ისტორიაში. ამასთან, საქმე მხოლოდ ბუნებაში არ არის. საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მდგომარეობას "კატასტროფა" უწოდა. "როგორ შეიძლებოდა ევროს დაწყებამდე ერთი თვით ადრე, "ველოდრომზე" AC/DC-ის კონცერტის გამართვა?" - დასვა კითხვა დეშამმა ალბანეთთან 2:0 მოგების შემდეგ.
"ველოდრომი" ერთადერთი სტადიონი
ყველაზე უცნაური ამბავი ლილის სტადიონს უკავშირდება. თურმე აქ მინდორი ისეთ მდგომარეობაშია, რომ სტადიონის ხელმძღვანელობას თვალის ასახვევად ბალახი მწვანედ შეუღებავს.
რუსეთის ნაკრები კაპიტნის გარეშე
რუსეთისა და უელსის მატჩის 52-ე წუთზე რომან შიროკოვის შეცვლის შემდეგ, რუსების რიგებში უხერხული მომენტი შეიქმნა - მოედანზე დარჩენილ ფეხბურთელებს შორის არავის სურდა კაპიტნის სამკლავურის მიღება. ალექსანდრ გოლოვინი დიდი ხანი ვერ ხვდებოდა - ვისთვის გადაეცა სამკლავური - ბერეზუცკი მოედანზე აღარ იყო, იგნაშევიჩმა კატეგორიული უარი განაცხადა და ბოლოს, სწორედ მან "დანიშნა" კაპიტნად იგორ აკინფეევი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"