ევრო 2016. F ჯგუფი. III ტური: უნგრეთმა ჯგუფი მოიგო, პორტუგალია მესამეა [VIDEO]

AutoSharing Option
22 ივნისს ევრო 2016-ის F ჯგუფის მესამე ტურის მატჩები გაიმართა. ლიონში ერთმანეთს უნგრეთისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ და 3:3 დაზავდნენ.

მე-19 წუთზე ზოლტან გერამ შორეული დარტყმით გახსნა ანგარიში, 42-ე წუთზე კი ნანიმ კრიშტიანო რონალდოს პასით გაათანაბრა.

47-ე წუთზე ბალაჟ ჯუჯაკმა საჯარიმო დარტყმით გაიყვანა უნგრეთი წინ. მაგრამ 50-ე წუთზე კრიშტიანო რონალდომ ქუსლით ეფექტური გოლი გაიტანა.

55-ე წუთზე უნგრელთა კაპიტანმა ჯუჯაკმა დუბლი შეასრულა. თუმცა რონალდომ 62-ე წუთზე თავურით კვლავ გაათანაბრა.

ჯგუფის მეორე მატჩში ისლანდიის ნაკრები ავსტრიას შეხვდა და 2:1 მოუგო.

ჯგუფი 5
ქულით უნგრეთის ნაკრებმა მოიგო, 5 ქულით მეორე ადგილზეა ისლანდია. მესამე ადგილზე გავიდა პორტუგალიის ნაკრები 3 ქულით და მერვედფინალის საგზურიც მოიპოვა. 1 ქულის მქონე ავსტრია ტურნირს დაემშვიდობა. პორტუგალიის ნაკრები მერვედფინალში ხორვატიას დაუპირისპირდება. 

უნგრეთი-პორტუგალია 3:3
გოლები: 1:0 გერა (19), 1:1 ნანი (42), 2:1 ჯუჯაკი (47), 2:2 რონალდო (50), 3:2 ჯუჯაკი (55), 3:3 რონალდო (62).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული