კრიშტიანო რონალდო: ხორვატიასთან მოგება არ ვიზეიმე, რადგან ჩემი ძმა მოდრიჩი ტიროდა

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ ევრო 2016-ის 1/8-ფინალში ხორვატიასთან გამარჯვების (1:0) შემდეგ კომენტარი იმაზე გააკეთა, თუ რატომ არ იზეიმა წარმატება.

რონალდოს თქმით, ამით მან პატივი სცა მადრიდის "რეალში" მის თანაგუნდელსა და მეგობარს, ლუკა მოდრიჩს, რომელიც მარცხს ძლიერ განიცდიდა.

"რა თქმა უნდა, გახარებული ვიყავი ხორვატიასთან გამარჯვების გამო, მაგრამ არ შემეძლო ეს გამომეხატა, რადგან ჩემი ძმა ლუკა მოდრიჩი ტიროდა. ჩემი ვალი იყო, ნუგეში მეცა ძმისთვის", - აქვეყნებს რონალდოს ნათქვამს 101 Great Goal-ი.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრებმა ხორვატიას, უგოლოდ დასრულებული ორი ტაიმის შემდეგ, 117-ე
წუთზე, რიკარდო კუარეჟმას მიერ გატანილი ერთადერთი გოლით მოუგო და 1/4-ფინალში პოლონეთს დაუპირისპირდება.

ევრო 2016. 1/8-ფინალი. ხორვატია-პორტუგალია: მძიმე მატჩი დრამატული ფინალით [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული