ვისენტე დელ ბოსკე ფეხბურთიდან მიდის

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე ფეხბურთს დაემშვიდობა.

ამის შესახებ ინფორმაცია თავად დელ ბოსკემ დაადასტურა.

"კონტრაქტი 31 ივლისამდე მოქმედებს, შემდეგ კი ესპანეთის ნაკრებს დავემშვიდობები. ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა. ამ გადაწყვეტილებას ნებისმიერ შემთხვევაში მივიღებდი, მიუხედავად ევრო 2016-ზე ნაჩვენები შედეგისა.

ანხელ მარია ვილიარი ყოველთვის კარგ მწვრთნელებს არჩევდა ეროვნული გუნდისთვის. ამიტომ ამაზე არ ვნერვიულობ. ფეხბურთს ვტოვებ, მაგრამ თუ ჩემი დახმარება საჭირო გახდა, ყოველთვის მზად ვარ", - თქვა დელ ბოსკემ.

ვისენტე დელ ბოსკე ესპანეთის ნაკრებს 2008 წელს ევროპის ჩემპიონის რანგში ჩაუდგა
სათავეში. დელ ბოსკესთან ერთად ნაკრებმა 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი და ევრო 2012 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2016-ზე ესპანეთის ნაკრებმა მერვედფინალში იტალიასთან ანგარიშით 0:2 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული