ამის შესახებ ინფორმაცია თავად დელ ბოსკემ დაადასტურა.
"კონტრაქტი 31 ივლისამდე მოქმედებს, შემდეგ კი ესპანეთის ნაკრებს დავემშვიდობები. ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა. ამ გადაწყვეტილებას ნებისმიერ შემთხვევაში მივიღებდი, მიუხედავად ევრო 2016-ზე ნაჩვენები შედეგისა.
ანხელ მარია ვილიარი ყოველთვის კარგ მწვრთნელებს არჩევდა ეროვნული გუნდისთვის. ამიტომ ამაზე არ ვნერვიულობ. ფეხბურთს ვტოვებ, მაგრამ თუ ჩემი დახმარება საჭირო გახდა, ყოველთვის მზად ვარ", - თქვა დელ ბოსკემ.
ვისენტე დელ ბოსკე ესპანეთის ნაკრებს 2008 წელს ევროპის ჩემპიონის რანგში ჩაუდგა
შეგახსენებთ, რომ ევრო 2016-ზე ესპანეთის ნაკრებმა მერვედფინალში იტალიასთან ანგარიშით 0:2 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.