მათი ცხოვრება თეატრივითაა - ოლივერ ბირჰოფი იტალიელებსა და იტალიურ ფეხბურთზე...

AutoSharing Option
დღეს ევრო 2016-ის 1/4-ფინალში გერმანიისა და იტალიის ნაკრებების დაპირისპირება გაიმართება.

- ევრო 2016. 1/4 ფინალი. გერმანია-იტალიის წინ: დიდი მატჩი ბორდოში

გერმანიის ნაკრების მენეჯერმა, წარსულში ამ ნაკრების თავდამსხმელმა ოლივერ ბირჰოფმა, რომელსაც "ასკოლის", "უდინეზეს", "მილანისა" და "კიევოს" ღირსება დაუცავს, იტალიელებსა და იტალიურ ფეხბურთზე თავისი შეხედულებები გამოამზეურა. ბირჰოფმა თავისი საფეხბურთო კარიერიის მანძილზე იტალიაში ჯამში 10 წელიწადზე მეტ ხანს დაჰყო და დაეჯერება...

► იტალიელების ცხოვრება თეატრივითაა. სულ დრამა და დრამა, დრამა და დრამა...

► იტალიელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახია -
მხოლოდ ოჯახში აქვს ნდობა და მხოლოდ ოჯახის წევრს ენდობა. შედარებისთვის, გერმანელი სახელმწიფოს ენდობა. იტალიელისთვის ეს წარმოუდგენელია! შესაბამისად, იტალიაში ხშირად იცვლება მთავრობა.

► იტალიელებს უყვართ ყველაფერი ლამაზი - მანქანები, ტანსაცმელი. და უყვართ გემრიელი კერძები! "მილანში" რომ ვთამაშობდი, მალდინის და კოსტაკურტას შეეძლოთ, საათობით ეკამათათ იმაზე, თუ რომელი ზეითუნის ზეთი ჯობია ამა თუ იმ მაკარონისთვის... საათობით!!!

► ფეხბურთი იტალიელებს სიგიჟემდე, ფანატიკურად უყვართ და ფეხბურთს იტალიაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ბარებსა და რესტორნებში ყოველთვის ფეხბურთზე ლაპარაკობენ.

► იტალიაში ფეხბურთელებს საათობით უტარებენ ტაქტიკის გაკვეთილებს, საათობით! იტალიელ ფეხბურთელს 0:0-იც კი ძალიან გაუხარდება იმ შემთხვევაში, თუ ტაქტიკურად სწორად, ისე ითამაშა, როგორც მწვრთნელმა დაარიგა.

► ამიტომაცაა, რომ მწვრთნელს, როგორც ტაქტიკოსს, იტალიაში უმთავრესი როლი აქვს. მწვრთნელობა იტალიაში უაღრესად საპატიო და დაფასებული საქმეა. იტალიელები მწვრთნელს "მისტერს" უწოდებენ. ეს ყველაზე დიდი წოდებაა იტალიურ ფეხბურთში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული