ევრო 2016. გერმანიის ნაკრები ნახევარფინალშია! [VIDEO]

AutoSharing Option
2 ივლისს საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე 1/4-ფინალური ეტაპის მესამე შეხვედრა გაიმართა. ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს გერმანიისა და იტალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება, საბოლოოდ, გერმანიის ნაკრებს დარჩა.

შეხვედრაში გასული პირველი გოლი 65-ე წუთზე მესუთ იოზილის ანგარიშზეა. მატჩის 76-ე წუთზე გერმანელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომლის რეალიზებაც ლეონარდო ბონუჩიმ მოახდინა - 1:1. ძირითადი დრო ასეც დასრულდა და დამატებითი 30 წუთი დაინიშნა.

ბევრი რამ აღარც დამატებით დროში შეცვლილა: მიუხედავად მცდელობებისა, გუნდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს და ამიტომ, მატჩის ბედი პენალტების სერიას
უნდა გადაეწყვიტა. პენალტების სერიაში კი ანგარიშით  6:5 გამარჯვება გერმანიის ნაკრებმა მოიპოვა. იტალიელებისგან პენალტი სიმონე ძაძამ, გრაციანო პელემ, ლეონარდო ბონუჩიმ და დარმიანმა გააფუჭეს, გერმანელებისგან კი - თომას მიულერმა, მესუთ იოზილმა და ბასტიან შვაინშტაიგერმა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამ გამარჯვებით  გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, თავისი მეტოქის შესახებ კი ხვალ შეიტყობს.

ხვალ, 3 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე 1/4-ფინალური ეტაპის ბოლო შეხვედრაში მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები ისლანდიას დაუპირისპირდება, რომლის წყვილში გამარჯვებულიც ნახევარფინალში  გერმანელებს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 21 /
აზრზე არაა იტალია შეტევის. კონტეს განაცხადში ყავდა 4 სასუალო დონის თავდამსხმელად წოდებული ფეხბურთელი. შეტევა საერთოდ არ ჰქონია იტალიას. ფანტაზია 0 კრეატიულობა 0 და ბოლო ძაძას გამოყვანა საერთოდ ყველაზე დიდი სისულელე იყო. რა დრო მოვიდა იტალიის ნაკრებში იუვეს სათადარიგო ფორვარდი ყავს. ესეთ იტალიას 2018 წელს შანსი არ აქვს
gio123
03 ივლისი 2016 16:27
0
წუხელ ისეთი აჟიტირებული იყო ბოატენგის პენალი ნოიერს გადავაბრალე, ძველი ბრაზილია რომელია 60-70 იანების? 5 თავმდასხმელით და 2 მცველით რომ მიდიოდა თამაში? ჰუმელსის დანაკლისი ძალიან დიდია, მაგრამ არ მგონია საფრანგეთმა ამ გერმანიას რამე დააკლოს, მით უმეტეს დეშამის მწვერთნელობა არ გაიშვას რა...
musenbazi
03 ივლისი 2016 15:14
0
მალადეც გერმაინია, დაჯაბნა იტალია აბსოლუტურად ყველაფერში, მალადეც ლიოვ! ძალიან მომეწონა დაცვა ორივე გუნდის მაგრამ იტალიამ მაინც დაუშვა შეცდომა, იტალიას რომ პირველი გოლი გაეტანა ნუ პრინციპში შანსიც არ ჰქონდათ მერე ჩაჯდებოდნენ დაცვაში და გავარდებოდა გერმანია, კარგია რომ ნოიერს თმაშიდან გოლი არ აქვს გაშვებული მალადეც!
ვახო
03 ივლისი 2016 15:00
0
უზომოდ გამახარეს გერმანელებმა...
ახლა ხომ ვეღარავინ იტყვის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატზე გერმანია იტალიას ვერ გამოაგდებსო. ნავსი გატყდა, გილოცავთ გერმანიის გულშემატკივრებს
giorgi
03 ივლისი 2016 14:22
0
როგორც ბურთს უთმობდა გერმანია იტალიას, იტალიელები იდიოტებს ემსგავსებოდნენ, რა ექნათ ბურთისთვის აღარ იცოდნენ, უბრალოდ იბნეოდნენ, 2-3 შეხება და ბურთს კარგავდნენ, ეს იარაღი არ აღმოაჩნდა კონტეს, ანუ იტალიელები შესანიშნავები არიან როცა სხვას უთმობენ ბურთს და სრულიად უსუსურები აღმოჩნდნენ როცა თავად დაუთმეს ბურთი, ყოჩაღ ლიოვი, იტალიას იტალიურად მოუგო, ხელებაწეული ბოატენგი რომ არა, იტალია საერთოდ უშანსოდ იყო.
bavaria
03 ივლისი 2016 13:18
0
გერმანიაც რაგბის გუნდია სადღაა ბრაზილია და ძველი ფეხბურთი
givi-s
03 ივლისი 2016 12:59
0
ისევ გერმანია თორემ დანარჩენი სამი რაგბის გუნდები არიან !!
givi
03 ივლისი 2016 12:30
0
უბრალოდ გერმანიამ მეტი გააკეტა ვიდრე იტალიამ!ვის ვინ არ ყავდა მაგაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს როისმა რომ იტამაშა ამხანაგური ბურთი გადაგლიჯა თავზე იტალიელებს.უბრალოდ ისეტი ძაგლი გუნდია იტალია პირველი გოლი არ უნდა გაეშვა გერმანიას თორემ მერე გენახა 11 კაციანი კედელი
misha
03 ივლისი 2016 12:01
0
როცა ასეთი საკადრო პრობლემები ქონდა კონტეს, პირლო მართლა უნდა წაეყვანა. გუშინ ძაან ჭირდებოდათ ეგეთი კაცი. ბოლო 30 წუთს როგორ ვერ გაქაჩავდა.კაი მწვრთნელია კონტე მაგას რა უნდა ვასწავლო, თუმცა გუშენდელი წაგება მაინც მაგის ბრალი მგონია
გია
03 ივლისი 2016 11:38
0
არ იმსახურებდა გერმანია, დღესაც გამოჩნდა თუ რამხელა ძალა აქვს იტალიასს, ფორტუნა დოიჩებისკენ იყოო,
გია
03 ივლისი 2016 11:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული