ევრო 2016. გერმანიის ნაკრები ნახევარფინალშია! [VIDEO]

AutoSharing Option
2 ივლისს საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე 1/4-ფინალური ეტაპის მესამე შეხვედრა გაიმართა. ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს გერმანიისა და იტალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება, საბოლოოდ, გერმანიის ნაკრებს დარჩა.

შეხვედრაში გასული პირველი გოლი 65-ე წუთზე მესუთ იოზილის ანგარიშზეა. მატჩის 76-ე წუთზე გერმანელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომლის რეალიზებაც ლეონარდო ბონუჩიმ მოახდინა - 1:1. ძირითადი დრო ასეც დასრულდა და დამატებითი 30 წუთი დაინიშნა.

ბევრი რამ აღარც დამატებით დროში შეცვლილა: მიუხედავად მცდელობებისა, გუნდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს და ამიტომ, მატჩის ბედი პენალტების სერიას
უნდა გადაეწყვიტა. პენალტების სერიაში კი ანგარიშით  6:5 გამარჯვება გერმანიის ნაკრებმა მოიპოვა. იტალიელებისგან პენალტი სიმონე ძაძამ, გრაციანო პელემ, ლეონარდო ბონუჩიმ და დარმიანმა გააფუჭეს, გერმანელებისგან კი - თომას მიულერმა, მესუთ იოზილმა და ბასტიან შვაინშტაიგერმა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამ გამარჯვებით  გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, თავისი მეტოქის შესახებ კი ხვალ შეიტყობს.

ხვალ, 3 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე 1/4-ფინალური ეტაპის ბოლო შეხვედრაში მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები ისლანდიას დაუპირისპირდება, რომლის წყვილში გამარჯვებულიც ნახევარფინალში  გერმანელებს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 21 /
აზრზე არაა იტალია შეტევის. კონტეს განაცხადში ყავდა 4 სასუალო დონის თავდამსხმელად წოდებული ფეხბურთელი. შეტევა საერთოდ არ ჰქონია იტალიას. ფანტაზია 0 კრეატიულობა 0 და ბოლო ძაძას გამოყვანა საერთოდ ყველაზე დიდი სისულელე იყო. რა დრო მოვიდა იტალიის ნაკრებში იუვეს სათადარიგო ფორვარდი ყავს. ესეთ იტალიას 2018 წელს შანსი არ აქვს
gio123
16:27 03-07-2016
0
წუხელ ისეთი აჟიტირებული იყო ბოატენგის პენალი ნოიერს გადავაბრალე, ძველი ბრაზილია რომელია 60-70 იანების? 5 თავმდასხმელით და 2 მცველით რომ მიდიოდა თამაში? ჰუმელსის დანაკლისი ძალიან დიდია, მაგრამ არ მგონია საფრანგეთმა ამ გერმანიას რამე დააკლოს, მით უმეტეს დეშამის მწვერთნელობა არ გაიშვას რა...
musenbazi
15:14 03-07-2016
0

სიახლეები პოპულარული