რენატო სანჩესი ასაკის გადაკეთებაში დაადანაშაულეს

AutoSharing Option
"ოსერის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გი რუმ პორტუგალიის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი რენატო სანჩესი ტყუილში დაადანაშაულა.

"პორტუგალია დიდ გუნდს არ ჰგავს. ისინი გამოირჩევიან, რადგან მათ ჰყავთ კრიშტიანო რონალდო. სხვა შემთხვევაში ეს ჩვეულებრივი გუნდი იქნებოდა.

რენატო სანჩესი? ვიცი, რომ ის ამბობს, თითქოს 18 წლის არის, მაგრამ მისი დაბადების თარიღი, რომელიც დოკუმენტში წერია, არ მგონია, სინამდვილეს ასახავდეს. ვფიქრობ, ის 23-24 წლისაა. რაც შეეხება თამაშს, ის ძალიან კარგად თამაშობს", - თქვა გი რუმ Dolce Sport-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 6 ივლისს, 23:00 საათზე
ევრო 2016-ის ნახევარფინალში პორტუგალიის ნაკრები უელსს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ ჯიშის ხალხი ადრე ბრძენდება. არ არის გასაკვირი, რომ 18 წლის იყოს. 23-24 წელი ძალიან ბევრი მეჩვენება. 5-6 წლის დაკლება! არა!! ეს ჩვენთან ხდებოდა კომუნისტურ ეპოქაში.
ალიკო
07 ივლისი 2016 12:30
0
ხო 18 წლისას ნაღდად არ გავს
ika
06 ივლისი 2016 18:23
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული