"ეს ორ დიდ გუნდს შორის მატჩია. ბოლომდე ვართ კონცენტრირებულები, რას გავაკეთებთ მოედანზე. ჩვენი სტრატეგია არის გამარჯვებისკენ გზის პოვნა. ფრანგებმა გერმანიასთან მატჩში ოსტატობა გამოავლინეს. ისინი პატივისცემით მოეპყრნენ მეტოქეს და გაიმარჯვეს.
ვფიქრობ ისინი აგრესიულად დაიწყებენ და შეეცდებიან კართან მიგვაჯაჭვონ.
ჩვენი ნაკრები ახალგაზრდობისა და გამოცდილების შერწყმაა. ახალგაზრდა ფეხბურთელები მეტ თავხედობას გვაძლევენ მოედანზე. გამოცდილი ფეხბურთელები კი მიეჩვივნენ გამარჯვებას.
ყველა ერთად ერთ საქმეს ვაკეთებთ და მას ბოლომდე მივიყვანთ, თუ ასე გავაგრძელებთ.
გუნდი
ეს პირვლი ფინალია პორტუგალიისა და საფრანგეთს შორის. დარწმუნებული ვარ, პორტუგალია ამ მატჩში ისტორიას შექმნის", - თქვა სანტუშმა უეფას ოფიციალურ ვებ გვერდთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2016-ის ფინალი დღეს 23:00 საათზე დაიწყება.