დღეს, 10 ივლისს, საფრანგეთში მიმდინარე 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს მასპინძელი საფრანგეთის და პორტუგალიის ნაკრები დაუპირისპირდნენ.
საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება და ჩემპიონის ტიტული პორტუგალიელებს დარჩათ, რომლებმაც მასპინძელი ფრანგები მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს - 1:0.
მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა და დამატებითი 30 წუთი დაინიშნა. შეხვედრაში გასული ერთადერთი გოლი წუთი 109-ე წუთზე გავიდა და ის
ედერის ანგარიშზეა.
იხილეთ ვიდეო
აღსანიშნავია, რომ მატჩის 24-ე წუთზე პორტუგალიელთა ლიდერმა
კრიშტიანო რონალდომ ბარძაყის ტრავმა მიიღო და აცრემლებულმა მოედანი ნაადრევად დატოვა.
ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია! [VIDEO]" />
ამ გამარჯვებით პორტუგალიელები ევროპის ჩემპიონები პირველად გახდნენ, ფინალამდე კი შემდეგი გზა გაიარეს: ისლანდია (1:1), ავსტრია (0:0), უნგრეთი (3:3), ხორვატია (1:0), პოლონეთი (1:1; პენ: 5-3) და უელსი (2:0). ჯამში პორტუგალიელებმა 8 გოლი გაიტანეს, საკუთარ კარში კი 5 მიიღეს.