პორტუგალიის ნაკრები 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია! [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 10 ივლისს, საფრანგეთში მიმდინარე 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს მასპინძელი საფრანგეთის და პორტუგალიის ნაკრები დაუპირისპირდნენ.

საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება და ჩემპიონის ტიტული პორტუგალიელებს დარჩათ, რომლებმაც მასპინძელი ფრანგები მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს - 1:0.

მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა და დამატებითი 30 წუთი დაინიშნა. შეხვედრაში გასული ერთადერთი გოლი წუთი 109-ე წუთზე გავიდა და ის ედერის ანგარიშზეა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ მატჩის 24-ე წუთზე პორტუგალიელთა ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ ბარძაყის ტრავმა მიიღო და აცრემლებულმა მოედანი ნაადრევად დატოვა.

Sportall.Ge
ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია! [VIDEO]" />

ამ გამარჯვებით პორტუგალიელები ევროპის ჩემპიონები პირველად გახდნენ, ფინალამდე კი შემდეგი გზა გაიარეს: ისლანდია (1:1), ავსტრია (0:0), უნგრეთი (3:3), ხორვატია (1:0), პოლონეთი (1:1; პენ: 5-3) და უელსი (2:0). ჯამში პორტუგალიელებმა 8 გოლი გაიტანეს, საკუთარ კარში კი 5 მიიღეს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ფეხბურთს ცოდნა კი არა ისეთი გოლების გატანა უნდა რონალდომ რომ უელსს გაუტანა.გაფრინდა.ხოლო მცოდნე მესი მეოთხე ფინალს აგებს ვარსკვლავებით გატენილ არგენტინასთან ერთად.იცით რატომ რაღაცნაირი უემოციო,უჯიგრო მასტია და ეტყობა ფულის მოტეხვაზე უფრო მეტს ფიქრობს.
აბა ვისი ფანი ხარ
15:19 11-07-2016
0
სულაც არ ვარ მესის ფანი, მაგრამ რონალდუს რო მესის შეადარებ, იქ მთავრდება მათი ფეხბურთის "ცოდნა"მესის დონემდე უსასრულობამდე ბევრი უკლია, მისი ფანებისდა სამწუხაროდ...
zura
14:43 11-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული