ანტუან გრიზმანი: "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა დასრულებულია!

AutoSharing Option
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა ევროპის ჩემპიონატისფ ინალში განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალსიტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალში მასპინძელი ფრანგები პორტუგალიის ნაკრებთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ, გრიზმანი კი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და "ოქროს ბუცი" მოიპოვა.

- პორტუგალიის ნაკრები 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია!
- ანტუან გრიზმანმა "ოქროს ბუცი" მოიპოვა!

"პორტუგალიელებისგან განსხვავებით, არაერთი შანსი გვქონდა გოლის გატანის, მაგრამ მათმა მეკარემ კარგად ითამაშა. გაშვებული გოლის მერე 10 წუთი გვრჩებოდა გასატანად, რაც რთული გასაკეთებელი იყო. გულდასაწყვეტია, ვწუხვართ, მაგრამ ასეთია ფეხბურთი.

რაც
შეიძლება მალე უნდა დავივიწყოთ ეს მარცხი და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მოვემზადოთ. ეს ჩვენი ღამე არ იყო. მიუხედავად მარცხისა, ვამაყობ ჩემი ნაკრებით.

ძალიან მინდოდა "ოქროს ბურთის" მოგება, მაგრამ მისთვის ბრძოლა დასრულებულია! რონალდომ ორი დიდი ტურნირი მოიგო", - განაცხადა ფორვარდმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული