უეფამ ევრო 2016-ის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი, უეფას ვერსიით, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამის შესახებ უეფას პრესსამსახური იუწყება.

ექსპერტთა ჯგუფმა, სერ ალექს ფერგიუსონის, ალენ ჟირესის, დევიდ მოიესისა და სხვა ცნობილი სპეციალისტების ხელმძღვანელობით, უპირატესობა გრიზმანს მიანიჭა, რომელმაც ტურნირზე ჩატარებულ 7 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ევრო 2016. ფინალი. პორტუგალიამ ევროპას ზემოდან გადმოხედა [VIDEO]

10 ივლისს გამართულ ევრო 2016-ის ფინალურ შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრებმა ტურნირის მასპინძელი საფრანგეთი დამატებით დროში ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ანტონიო ედერმა გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
გრიზმანს ნამდვილად ეკუთვნოდა, ბოლოს 2-3 წელიწადში რამხელა პროგრესი განიცადა... მაგრამ 2014-ში მესი რატო გახდა საუკეთესო ფეხბურთელი ეგ ვერ გამიგია... ეტყობა ბლატერი და ეგ ერთად ჩალიჩობდნენ ჰაჰაჰა
musenbazi
00:10 12-07-2016
0
მარტო 2014-ში? მესი რამდენჯერმე გახდა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, ისე 2014 ოქროს ბურთი რონალდუმ აიღო, ეტყობა პერესმა ჩააწყო ბლატერთან მესი თუ გამოაცხადეთ საუკეთესოდ რონალდუს ოქროს ბურთი მაინც მიეცითო, ჰა ჰა ჰა,
გივი
00:39 12-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული