ევრო 2016. გერმანიამ გიბრალტარი დაჩაგრა, შოტლანდიამ კი ირლანდიას აჯობა

AutoSharing Option
14 ნოემბერს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სამ ჯგუფში IV ტურის მატჩები გაიმართა.

D ჯგუფი
ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, თბილისური მატჩის გარდა, კიდევ ორი შეხვედრა გაიამართა. თავ-თავიანთი მატჩები გერმანიამ და შოტლანდიამ მოიგეს.

საქართველო-პოლონეთის მსგავსად, ოთხი უპასუხო გოლი გავიდა ნიურნბერგშიც, სადაც მსოფლიოს ჩემპიონებმა ჯგუფის უპირობო აუტსაიდერი გიბრალტარის რბევა თომას მიულერის დუბლით (12, 29 წუთები) დაიწყეს. შესვენებამდე ერთიც მარიო გიოტცემ გაიტანა (38). საბოლოო ანგარიში კი 67-ე წუთზე სტუმრებმა დაფიქსირეს - იოჰან სანტოსმა ბურთი თავის კარში შეაგდო.

გაცილებით საინტერესო და დაძაბული შეხვედრა
გლაზგოში, "სელტიკ პარკზე" გაიმართა, სადაც შოტლანდიამ ირლანდია მიიღო. მეტოქეები კარგა ხანს ვერ ახერხებდნენ ანგარიშის გახსნას. მასპინძლებმა მხოლოდ 75-ე წუთზე, შონ მალონის ერთადერთი გოლის წყალობით შეძლეს გამარჯვება და სამი ქულის მოპოვება.

იხილეთ: საქართველო-პოლონეთი 0:4 - ნახვამდის ევროპავ, ნახვამდის თემურ! [VIDEO]


ოთხი ტურის შემდეგ D ჯგუფს 10 ქულით პოლონეთი ლიდერობს. 7-7 ქულა აქვთ გერმანიას, შოტლანდიასა და ირლანდიას. 3 ქულით მეხუთე პოზიციაზეა მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩენილი საქართველოს ნაკრები, ცხრილის ფსკერზე კი გიბრალტარია - ნული ქულით.

F ჯგუფში
მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა F ჯგუფშიც. რუმინეთმა შინ ჩრდილოეთ ირლანდიას ორი უპასუხო გოლი გაუტანა. დუბლი პოლ პაპმა შეასრულა, რომელმაც ჯერ 74-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხუთი წუთის შემდეგ კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამ გამარჯვებამ რუმინელები ჯგუფში ერთპიროვნულად გაალიდერა.

მოულოდნელი შედეგით დასრულდა საბერძნეთისა და ფარერების მატჩი. ბერძნები საკუთარ მოედანზე დამარცხდნენ - 0:1. ის ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე იოან ედმუნდსონმა გაიტანა.

ჯგუფის კიდევ ერთ მატჩში უნგრეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ფინეთს მინიმალური ანგარიშით აჯობა. ამ მატჩის ერთადერთი გოლი 84-ე წუთზე ზოლტან გერამ შეაგდო.

ოთხი ტურის შემდეგ F ჯგუფის სათავეში რუმინეთია (10 ქულა), შემდეგ მოდიან: ჩრდ.ირლანდია (9), უნგრეთი (7), ფინეთი (4), ფარერები (3). რაოდენ დაუჯერებელიც უნდა იყოს, ჯგუფში ბოლო მეექვსე ადგილზე საბერძნეთია, რომელსაც მხოლოდ ერთი ქულა აქვს.

I ჯგუფი
I ჯგუფში პორტუგალიის ნაკრებმა სომხეთს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. ერთადერთი ბურთი ჩვენი მეზობლების კარში 72-ე წუთზე კრიშტიანო რონალდომ გაიტანა.

ამავე ჯგუფში სერბეთის ნაკრებმა ცარიელი ტრიბუნების წინაში დანიას უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. არადა, ანგარიში მასპინძლებმა უკვე მე-4 წუთზე ზორან ტოშიჩის გოლით გახსნენს, მაგრამ შემდეგ სამი გაუშვეს - დუბლი ნიკლას ბენდტნერმა
(60, 85) შეასრულა, ერთიც სიმონ კიაერმა (62) შეგდო.

ჯგუფს სათავეში, ოთხ მატჩში მოპოვებული 7 ქულით დანია უდგას. ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული და 6 ქულა აქვს პორტუგალიას. მესამეზე ალბანეთია 4 ქულით, თითო ქულა აქვთ სერბეთსა და სომხეთს.

ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის IV ტურის დანარჩენი მატჩები დღეს და ხვალ, 15 და 16 ნოემბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბერძნები ჩვენზე უარეს დღეში არიან.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული