კლაუდიო რანიერიმ საბერძნეთის ნაკრების თავკაცის პოსტი დატოვა

AutoSharing Option
იტალიელმა სპეციალისტმა კლაუდიო რანიერიმ საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.

რანიერი საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გეორგი სარისს 15 ნოემბერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის ვადამდე გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს საბერძნეთის ნაკრებმა ფარერებთან საკუთარ მოედანზე სენსაციური მარცხი იწვნია (0:1)

იტალიელი სპეციალისტი, რომელიც ბოლოჯერ ბერძენთა გუნდს 18 ნოემბერს, სერბეთთან ამხანაგურ მატჩში გაუძღვება, მხოლოდ კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის ნაწილს მიიღებს. ფედერაციამ კი უკვე დაიწყო რანიერის შემცვლელის ძებნა.

ევრო 2016-ის შესარჩევ ჯგუფში საბერძნეთის ნაკრებს ერთი ქულა აქვს და ბოლო ადგილს იკავებს. რანიერის
ხელმძღვანელობით გუნდმა სამი საშინაო შეხვედრა წააგო, ის ერთი ქულა კი სტუმრად მოიპოვა.

ასევე იხილეთ:
ევრო 2016. გერმანიამ გიბრალტარი დაჩაგრა, შოტლანდიამ კი ირლანდიას აჯობა
მკითხველის კომენტარები / 2 /
ფარერებთან წაგება როგორ უნდა მოახერხო
dato
19:08 15-11-2014
0
ქეცბაია თავისუფალი და დანიშნეთ თქვენთან:D
giga
19:32 15-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული