ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი. V ტური. I ჯგუფი: პორტუგალია გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
აღნიშნულ ჯგუფში ის სამი გუნდი გამოიკვეთა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის იბრძოლებენ. ერთი პორტუგალიაა, მეორე - ალბანეთი, ხოლო მესამე - დანია. პირენეელთა და სკანდინავიელთა ამბიციები არ გვიკვირს.

აი, ალბანელთა ასეთი წარმატებული ასპარეზობა კი ნამდვილად მოულოდნელია. სამაგიეროდ, მეტი მოლოდინი იყო სომხეთის ეროვნული გუნდისგან, რომელმაც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი კარგად ჩაატარა, რამდენიმე სენსაცია გამოაცხო და ბევრი ამ წარმატებული სვლის გაგრძელებას წინასწარმეტყველებდა.

კვირას ალბანეთმა სომხეთს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა - 2:1. სომხებმა დასანანი მარცხი იწვნიეს, რადგან მალევე გახსნეს ანგარიში. შემდეგ მთელი
თამაში იგებდნენ და მხოლოდ ბოლო 10-წუთეულში გაუშვეს ორი გოლი. თანაც, ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც მატჩის არბიტრმა მოედნიდან სტუმართა მცველი ოვანეს ამბარცუმიანი გააძევა.

მოკლედ, სომხები კაცნაკლულნი დარჩნენ, ვეღარ გაუძლეს და არათუ გაათანაბრებინეს მეტოქეს, სულაც დამარცხდნენ. სომხებს ევროფორუმზე მოხვედრის შანსი, პრაქტიკულად, აღარ აქვთ, ალბანელებს კი გადამწყვეტი ბრძოლები წინ ელით.

ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო პორტუგალიამ და ჯგუფს სათავეში ჩაუდგა. კრიშტიანო რონალდომ და კომპანიამ სერბეთს უმასპინძლეს და მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს. მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და შედეგი კანონზომიერი გახლდათ.

პორტუგალიელებმა შესარჩევი ეტაპი მძიმედ დაიწყეს, მაგრამ წარმატებით გააგრძელეს და დღეს ჯგუფის ლიდერები და ფავორიტები არიან.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი. V ტური. I ჯგუფი
ალბანეთი-სომხეთი 2:1
გოლები: 0:1 მოვსისიანი (4), 1:1 მავრა (77), 2:1 გაში (81)
ალბანეთი (4-3-2-1): ბერიშა - უსაი, კანა, მავრა, აგოლი - ხაკა, კუკელი, როში (69. სალიჰი) - აბრაში (46. გაში), მემუშა (46. ლანანი) - სიკალეში
სომხეთი (4-3-2-1): ბერეზოვსკი - ამბარცუმიანი, არზუმანიანი, ანდონიანი, აურაპეტიანი - მანუჩარიანი (67. ოვანისიანი), იედიგარიანი (84. კორიანი), გაზარიანი - მხითარიანი, პიცელი - მოვსისიანი
გაფრთხილება: კანა, კუკელი, სიკალეში - არზუმანიანი, პიცელი
გაძევება: ამბარცუმიანი (70)
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 14-16; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 11-5 (5-1); ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 12 000

პორტუგალია-სერბეთი 2:1
გოლები: 1:0 კარვალიო (10), 1:1 მატიჩი (61), 2:1 კოენტრაო (63)
პორტუგალია (4-3-3): რუი პატრისიო - ბოსინგვა, ბრუნო ალვეში, კარვალიო (17. ჟოზე ფონტე), ელიზეუ - მოუტინიო, ტიაგო, კოენტრაო (78. კუარეჟმა) - ნანი, დანი (85. ვილიამი), რონალდო
სერბეთი (4-2-3-1): სტოიკოვიჩი - ბასტა, ივანოვიჩი, ნასტასიჩი, კოლაროვი - პეტროვიჩი, მატიჩი - მარკოვიჩი (65. ჯურიჩი), ლიაიჩი (85. სკულეტიჩი), ტადიჩი (78. ტოშიჩი) - მიტროვიჩი
გაფრთხილება: კოენტრაო, მოუტინიო - კოლაროვი, მატიჩი, ლიაიჩი, ჯურიჩი, ტოშიჩი
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 8-12; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 9-6 (6-3); ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 50 000

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პორტუგალია 4 3 0 1 4-2 9
2. დანია 4 2 1 1 6-4 7
3. ალბანეთი 4 2 1 1 4-5 7
4. სერბეთი 4 1 1 2 6-6 1
5. სომხეთი 4 0 1 3 3-6 1

შენიშვნა: სერბეთს დაკლებული აქვს 3 ქულა

მომდევნო ტური:
13 ივნისი:
სომხეთი-პორტუგალია
დანია-სერბეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული