განაცხადების მიღება 12 მაისს დაიწყო, ხოლო თავად ჩემპიონატი საფრანგეთში 2016 წლის 10 ივნისს დაიწყება და 10 ივლისს დასრულდება.
უეფამ ბილეთების გაყიდვის კამპანიის დეტალები გამოაცხადა, რომლის მიზანია, რაც შეიძლება ბევრ გულშემატკივარს გაუჩნდეს საშუალება, ევროპის პირველობას დაესწროს.
ბილეთების პორტალზე დარეგისტრირება ქომაგს 12 მაისიდან 10 ივნისამდე შეუძლია. 10 ივნისს გაყიდვების პირველი ეტაპი დაიწყება და 10 ივლისამდე გაგრძელდება, ხოლო მომდევნო წელს ამ თარიღებში უკვე ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.
ამ ეტაპზე მილიონი ბილეთი გაიყიდება,
განაცხადების მიღების შემდეგ, თუ გარკვეულ მატჩებზე მოთხოვნამ გადააჭარბა ბილეთების რაოდენობას, გაიმართება წილისყრა, რომელიც გაარკვევს იმ განაცხადებს, ვისაც ბილეთის ყიდვა შეეძლებათ.
გარდა ამისა, უეფა 20 000 ბილეთს მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს გადასცემს, "20 000 ღიმილი ევროპის ჩემპიონატისთვის" პროგრამის ფარგლებში.
ბილეთების რეალიზაციის პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე სახეობის პაკეტი არსებობს:
სტადიონის პაკეტი: პაკეტი, რომლის ღირებულება 290 ევროა, გულშემატკივრებს მისცემს საშუალებას, მიიღონ ბილეთები ყველაზე კარგი ხედით ერთ სტადიონზე გასამართ ორ მატჩზე.
კორპორატიული მიღების პაკეტი: მიღების პაკეტი ყველაფერს უმაღლეს დონეზე უზრუნველყოფს.
შშმპ-ის ბილეთები: უეფა შშმპ-ისთვის თითოეული მატჩისთვის სპეციალურ ადგილებს უზრუნველყოფს. მიუხედავად ადგილების მდებარეობისა, აღნიშნული ბილეთები ყველაზე დაბალ ფასად გაიყიდება, რომელსაც თანმხლებ პერსონაზე უფასო ერთი ბილეთი მოჰყვება.
პაკეტი "გაჰყევი გუნდს": დეკემბერში, ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგად, გულშემატკივრებს მიეცემათ შესაძლებლობა, იყიდონ პაკეტი "გაჰყევი გუნდს" და რჩეული ნაკრების მატჩებს დაესწრონ. აღნიშნული პაკეტის გაყიდვა ეროვნულ ასოციაციებთან თანამშრომლობით მოხდება.
ევრო 2016-ის ბილეთები ტურნირის დროს სტადიონზე არ გაიყიდება. საჭიროების შემთხვევაში გულშემატკივრები საკუთარი ბილეთის გაყიდვას ნომინალურ ფასად ოფიციალური პორტალის მეშვეობით შეძლებენ, რომელიც 2016 წლის მარტში ან აპრილში გაიხსნება.