სამაგიეროდ, ნესტორ მიტიდისის დღე იყო, მას მოსაწყენად საქმე ნამდვილად არ ჰქონია და ჰეთ თრიკით გაიხარა.
ბოსნიას ყველა უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა და მხოლოდ მოგება თუ დაუტოვებდა ევრო 2016-ის საგზურის მოპოვების მეტ-ნაკლებად რეალურ შანსს, ხოლო ისრაელი გამარჯვები შემთხვევაში, ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამდა საფრანგეთისკენ.
აი, ასეთი მნიშვნელოვანი მატჩი იყო ზენიცაში, სადაც სტუმრები 41-ე წუთზე ტალ ბენ-ჰაიმ II-ის გოლით დაწინაურდნენ.
თუმცა ბოსნიელებს
"კარდიფ სიტიზე" ბელგიამ ცოცხლად დაიწყო და საერთოდ, სტუმრები მეტოქეს კუთხურებითაც ჯობდნენ, ბურთის ფლობითაც და თითქმის ყველაფრით, მაგრამ კარში ზუსტი დარტყმა იყო ძალიან ცოტა - უელსმა სულ ორჯერ დაარტყა ზუსტად, ბელგიამ კი ერთადერთხელ.
რაც მთავარია, მასპინძლებმა მთავარში აჯობეს მეტოქეს.
რაჯა ნაინგოლანმა შორიდან სახიფათოდ კი გაისროლა, მაგრამ ცოტა ხანში თითქოს, უკვე უწყინარ სიტუაციაში თავით საკუთარი საჯარიმოსკენ ჩააბრუნა ბურთი, პირდაპირ გარეთ ბეილისკენ... მან კი მარტივად გაუძვრინა ფეხებშუა ტიბო კურტუას. ეს ერთადერთი გოლი გამოდგა მატჩში.
მოკლედ, ამ ტურის მერე ჯგუფში სიტუაცია ძალიან დაიძაბა, ანდორას გარდა ყველა გასვლისთვის იბრძვის.
ევრო 2016. შესარჩევი. B ჯგუფი. VI ტური
12 ივნისი
ანდორა-კვიპროსი 1:3
გოლები: 1:0 დოსა ჟუნიორი (2 ს. კ.), 1:1 მიტიდისი (13), 1:2 მიტიდისი (45), 1:3 მიტიდისი (53)
ანდორა (4-4-1-1): პოლი - რუბიო, ა. როდრიგესი, ვალესი, გარსია - რებესი, აიალა, ვ. როდრიგესი, მორენო - მარტინესი - სანჩესი
კვიპროსი (4-2-3-1): გეორგალიდესი - დემეტრიუ, სიელისი, დოსა ჟუნიორი, ანტონიადესი - ნიკოლაუ, ლაბანი - მაკრიდესი - ეფრემი, ხრისტოფი, მიტიდისი
შენიშვნა: დოსა ჟუნიორმა ვერ გამოიყენა პენალტი (51)
გაფრთხილება: რუბიო, აიალა, გარსია - ლაბანი
კუთხური: 3-8 ჯარიმა: 18-16 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 7(3)-7(6) ბურთის ფლობა: 29%-71%
მაყურებელი: 1 000
ბოსნია-ისრაელი 3:1
გოლები: 0:1 ბენ-ჰაიმი II (41), 1:1 ვიშჩა (42), 2:1 ჯეკო (45+2), 3:1 ვიშჩა (75)
ბოსნია (4-4-1-1): ბეგოვიჩი - მუიჯა, ვრანიეში, სპაჰიჩი, კოლაშინაცი - ვიშჩა, მადუნიანინი, ბეშიჩი, ლულიჩი - პიანიჩი - ჯეკო
ისრაელი (4-3-3): მარსიანო - ოგანი, გერშონი, ბენ-ჰაიმი I, ბენ ჰარუში - იეინი, ნატხო, ბიტონი - ზაჰავი, ბენ ჰაიმი II, საჰარი
გაფრთხილება: მედუნიანინი - იეინი, ბენ ჰარუში, ბენ ჰაიმი I
კუთხური: 8-1 ჯარიმა: 8-8 თამაშგარე: 1-0 კარში დარტყმა: 19(5)-10(4) ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 15 000
უელსი-ბელგია 1:0
გოლი: 1:0 ბეილი (25)
უელსი (3-4-2-1): ჰენესი - განტერი, უილიამსი, ჩესტერი - რიჩარდსი, ალენი, ლედლი, ტეილორი - ბეილი (87. ვოუკსი), რემზი - რობსონ-კანუ (90+3. კინგი)
ბელგია (4-2-3-1): კურტუა - ალდერვეირელდი (77. ფერეირა-კარასკო), დენაიერი, ლომბარტსი, ვერტონგენი - ნაინგოლანი, ვიტსელი - მერტენსი (46. ლუკაკუ), დე ბრუინი, აზარი - ბენტეკე
გაფრთხილება: ალენი - ლომბარტსი
კუთხური: 1-9 ჯარიმა:12-13 თამაშგარე: 0-0 კარში დარტყმა: 6(2)-17(1) ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 33 280
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. უელსი 6 4 2 0 8-2 14
2. ბელგია 6 3 2 1 13-2 11
3. ისრაელი 6 3 0 3 10-9 9
4. კვიპროსი 6 3 0 3 12-11 9
5. ბოსნია 6 2 2 2 8-7 8
6. ანდორა 6 0 0 6 3-23 0
მომდევნო ტური
3 სექტემბერი:
ბელგია-ბოსნია; კვიპროსი-უელსი; ისრაელი-ანდორა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"