ევრო 2016. შესარჩევი. VI ტური. I ჯგუფი: რონალდოს თბილისმა არგო [VIDEO]

AutoSharing Option
სომხეთის ნაკრებთან მატჩისთვის პორტუგალიის ნაკრები თბილისში მოემზადა. ერევანში ჯგუფის ფავორიტს სერიოზული ბრძოლა გადახდა - ნატურალიზებული ფეხბურთელის, მარკოს პიცელის გოლის წყალობით, მასპინძელთა გუნდი იგებდა, მაგრამ ამას კრიშტიანო რონალდომ ჰეთ თრიკით უპასუხა.

ბოლო ნახევარი საათი პორტუგალიამ 10 კაცით ითამაშა, რადგან ტიაგომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, ერთი გოლი კიდევ გაუშვა, მაგრამ გაძლო - 2:3. რონალდო პირველი პორტუგალიელი ფეხბურთელია, ვინც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ჰეთ თრიკის შესრულება შეძლო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დანიის ნაკრებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა თითო პოულსენისგან და 2:0 იმარჯვა სერბეთის გუნდზე.

მორტენ ოლსენის გუნდი ჯერ იუსუფ პოულსენმა დააწინაურა, ხოლო მეორე ტაიმში იაკობ პოულსენმა გამოიჩინა თავი. დანიას მეტი გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ პირველ ტაიმში დანიელ აგერის პენალტი სერბთა გოლკიპერმა მოიგერია.

ევრო 2016. შესარჩევი. VI ტური. I ჯგუფი
13 ივნისი
სომხეთი-პორტუგალია 2:3
გოლები: 1:0 პიცელი (14), 1:1 რონალდო (29-პენ), 1:2 რონალდო (55), 1:3 რონალდო (58), 2:3 მქოიანი (72)
სომხეთი (4-5-1): ბერეზოვსკი - მქოიანი, არზუმანიანი, ანდონიანი, ჰაირაპეტიანი - ჰოვჰანისიანი (61. ოზბილიზი), მხითარიანი, მკრტიჩიანი (28. ჰოვსეპიანი), პიცელი, ღაზარიანი - სარქისოვი (72. კორიანი)
პორტუგალია (4-3-3): რუი პატრისიო - ვიერინია, რ. კარვალიო (79. ფონტე), ბ. ალვეში, ელიზეუ - ფ. კოენტრაო (73. ა. სილვა), ტიაგო, ნანი - რონალდო, დანი (63. უილიამ კარვალიო), მოუტინიო
გაფრთხილება: ჰოვსეპიანი - ტიაგო, რუი პატრისიო
გაძევება: ტიაგო (62)
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 19-13; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 10-8 (5-4); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 15 000

დანია-სერბეთი 2:0
გოლები: 1:0 იუსუფ. პოულსენი (13), 2:0 იაკობ პოულსენი (87)
დანია (4-5-1): შმეიხელი - იაკობსენი, კიაერი, აგერი, ს. პოულსენი - იუსუფ პოულსენი (73. ვიბე), ჰოიბერგი, კვისტი (77. კრისტენსენი), კრონ-დელი (61. იაკობ პოულსენი), ერიქსენი - ბენდტნერი
სერბეთი (4-2-3-1): სტოიკოვიჩი - ივანოვიჩი, მაქსიმოვიჩი, ნასტასიჩი, კოლაროვი - ფეისა, მატიჩი - ტოშიჩი (65. კოსტიჩი), ლიაიჩი (81. დურიჩიჩი), მარკოვიჩი - მიტროვიჩი (90. შკულეტიჩი)
შენიშვნა: აგერმა ვერ გაიტანა პენალტი (34)
გაფრთხილება: კიაერი, კვისტი - კოლაროვი
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 16-9; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 11-12 (6-3); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 30 887

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პორტუგალია 5 4 0 1 7-4 12
2. დანია 5 3 1 1 8-4 10
3. ალბანეთი 4 2 1 1 4-5 7
4. სერბეთი 5 1 1 3 6-8 1
5. სომხეთი 5 0 1 4 5-9 1
შენიშვნა: სერბეთი - 3 ქულა

მომდევნო ტური:
4 სექტემბერი:
დანია-ალბანეთი; სერბეთი-სომხეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული