ევრო 2016. შესარჩევი. VII ტური. A ჯგუფი: ისლანდიური სასწაული გრძელდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები A ჯგუფში, სადაც ყველასათვის მოულოდნელად, პირველ ადგილზე ისლანდიაა, ფავორიტად შერაცხილი ჰოლანდია კი მესამე ადგილზე ყურყუტებს და დიდია შანსი, ევროპის ჩემპიონატს მიღმა დარჩეს.

ქებათა ქება ისლანდიას, რომელმაც "ამსტერდამ არენაზე" მინიმალური სხვაობით სძლია მეტოქეს და ერთი ნაბიჯი უკლია ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად.

თქმა არ სჭირდება, რომ კუნძულელები ამ ქულას აიღებენ და ღირსეულად გავლენ ევროფორუმზე.

ერთადერთი გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით სიგტორსონმა გაიტანა, იქამდე კი ჰოლანდიას კაცი გაუგდეს და დანი ბლინდს ორი იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია. მოკლედ, მასპინძელთათვის ყველაფერი ცუდად მიეწყო,
მაგრამ ეს ისლანდიელთა წარმატებას სულაც არ აკნინებს.

ჩეხეთმა უმძიმეს ბრძოლაში სძლია ყაზახეთს და გაიმყარა პოზიცია მეორე ადგილზე, თურქეთი კი კვლავაც კრიზისშია, რაც ლატვიასთან მატჩმა ნათლად დაადასტურა - ფათიჰ თერიმის შეგირდები დაწინაურდნენ, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მომაკვდინებელი დარტყმა მიიღეს.

A ჯგუფი
ჩეხეთი-ყაზახეთი 2:1
გოლები: 0:1 ლოგვინენკო (21), 1:1 შკოდა (74), 2:1 შკოდა (86)
ჩეხეთი (4-2-3-1): ჩეხი - კოდერჟაბეკი, სუხი, პროხაზკა, ლიმბერსკი - პაველკა, დარიდა (68. შურალი) - დოჩკალი, სკალაკი (46. შკოდა), კრეიჩი (84. კოპიჩი) - ლაფატა
ყაზახეთი (4-4-2): პოკატილოვი - გორმანი, მალი, ლოგვინენკო, შომკო - ძოლჩიევი, კუატი, სმაკოვი, კონსბაევი (88. კუკეიევი) - ნურსერბაევი (74. ხიზნიჩენკო), ისლამხანი (78. სუმბაიევი)
გაფრთხილება: შომკო (ყაზახეთი)
კუთხური: 11-1; ჯარიმა: 8-7; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 12-5 (2-1); ბურთის ფლობა: 64%-34%
მაყურებელი: 12 000

ჰოლანდია-ისლანდია 0:1
გოლი: 0:1 სიგურდსონი (51-პენ.)
ჰოლანდია (4-2-3-1): სილესენი - ვან დერ ვილი, დე ვრეი, მარტინს ინდი, ბლინდი - კლაასენი, ვეინალდუმი (80. პრომესი) - რობენი (31. ნარსინგი), სნეიდერი, დეპაი - ჰუნტელაარი (41. ბრუმა)
ისლანდია (4-4-2): ჰალდორსონი - საევარსონი, არნასონი, რ. სიგურდსონი, სკულასონი - გოუმუნდსონი, გ. სიგურდსონი, გუნარსონი (87. სკულასონი), ბარნასონი - სიგტორსონი (64. გუდიონსენი), ბოვარსონი (78. ფინბოგასონი)
გაფრთხილება: ვან დერ ვილი, სნეიდერი - საევარსონი, ამასონი, სიგტორსონი
გაძევება: მარტინს ინდი (33. ჰოლანდია)
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 7-7; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 16-7 (9-3); ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 53 000

თურქეთი-ლატვია 1:1
გოლები: 1:0 ინანი (77), 1:1 საბალა (90)
თურქეთი (4-3-3): ბაბაჩანი - თუფანი, აზიზი, ბალთა, ერქინი - ჩალჰანოღლუ, ინანი, თურანი - თორე (57. ოზბაირაქლი), ილმაზი (84. თოფალი), შენი (55. ბულუთი)
ლატვია (4-4-1-1): ვანინსი - გაბოვსი, დუბრა, იაგოდინსკისი, მაკსიმენკო - რაკელსი, ლაიზანსი (82. ე. ვიშნიაკოვსი), ტარასოვსი, ა. ვიშნიაკოვსი - ცაუნია (60. ჟუზინსი) - კარასაუსკსი (85. საბალა)
გაფრთხილება: თუფანი - ვანინსი, ტარასოვსი, ე. ვიშნიაკოვსი, საბალა
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 15-9 (11-3); ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 40 000

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
ისლანდია 7 6 0 1 15-3 18
ჩეხეთი 7 5 1 1 14-9 16
ჰოლანდია 7 3 1 3 13-7 10
თურქეთი 7 2 3 2 8-9 9
ლატვია 7 0 4 3 3-14 4
ყაზახეთი 7 0 1 6 5-16 1

მომდევნო ტური
6 სექტემბერი
ლატვია-ჩეხეთი 20:00
თურქეთი-ჰოლანდია 20:00
ისლანდია-ყაზახეთი 22:45

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კოჩახ რა ისლანდია,2მილიონი ერია და 8თვე ზამთარია მანდ!
Unknown
09:17 04-09-2015
0
ვავა ჰოლანდია...
მამუკა ჯიქია
09:44 04-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული