შესაბამისად, "სამეფო გუნდის" 26 წლის შემტევი სანაკრებო ბატალიებისთვის მზად არის. იქამდე კი მან მშვენიერი წახალისება მიიღო - ბეილი უელსის წლის ფეხბურთელად მეხუთედ დაასახელეს, რაც რეკორდია.
"ბოლო დღეებში კარგად ვემზადებოდი და სრული დატვირთვით ვვარჯიშობდი. ყველანი მწყობრში ვართ და შემართულები ველოდებით მატჩებს. წლების მანძილზე ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ დიდი ტურნირების ფინალურ ეტაპზე მოვხვდეთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ახლა
კრის კოულმენის უელსი თავის ქვეჯგუფში დაუმარცხებელია და ლიდერად გვევლინება. ნაკრების 9 გოლიდან 6 სწორედ ბეილის ანგარიშზეა.
უელსელები მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 1958 წლის მერე არ მოხვედრილან, ხოლო ახლა ქულა აკლიათ, რომ ევრო 2016-ის საგზური გაინაღდონ. შაბათს უელსი ზენიცაში ბოსნიას სტუმრობს, ხოლო სამშაბათს კარდიფში ანდორას უმასპინძლებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"