ევრო 2016. IX ტური. A ჯგუფი: ჰოლანდია ბორტს მიღმა?

AutoSharing Option
რეიკიავიკში ისლანდიის ნაკრებმა თავს მოდუნების უფლება მისცა და მეორე ტაიმში ლატვიამ თამაში გადაარჩინა - 0:2-დან მასპინძელთა კარში ორი გოლი გაიტანა და ქულა მოიპოვა. გოლები ალექსანდრს ცაუნიამ და ვალერის შაბალამ გაიტანეს. ეს ლატვიის ნაკრების მეოთხე საგარეო ფრე იყო ჯგუფში და შინაც რომ კარგად ეთამაშა, ვინ იცის, ბალტიური ნაკრები, რას მიაღწევდა.

სულაც წააგო კიდევ ერთმა გუნდმა, რომელმაც დიდი ხანია, გაინაღდა ევრო 2016-ის საგზური - ჩეხეთი შინ თურქეთთან დამარცხდა - 0:2. ამ მატჩში სტუმართა გუნდი ლატვიელებივით უმოტივაციო არ იყო.

თურქეთის ნაკრები მესამეა და
ჰოლანდიასთან 2-ქულიან უპირატესობას ინარჩუნებს. სელჩუკ ინანის პენალტს ჰაქან ჩალჰანოღლუს გოლი მოჰყვა. ახლა ფათიჰ თერიმის გუნდის ამოცანა ასეთია - შინ ისლანდიასთან ქულის აღება. ამ შემთხვევაში თურქეთის ნაკრები პლეი ოფში ითამაშებს.

ჰოლანდიის ნაკრების მდგომარეობა ყაზახეთში გამარჯვების მიუხედავად, მძიმეა. დანი ბლინდის გუნდი მთლიანად სტამბოლურ მატჩზეა დამოკიდებული. ყაზახეთში რობინ ვან პერსიმ მე-100 მატჩი ითამაშა ეროვნულ ნაკრებში. "ფორთოხლისფერებს" კი სამი დებიუტანტი ჰყავდათ (ტეტე, ელ-ღაზი, ვან დეიკი) და სამივემ ბრწყინვალედ ითამაშა.

10 ოქტომბერი
ისლანდია-ლატვია 2:2
გოლები: 1:0 სიგტორსონი (5), 2:0 სიგურდსონი (27), 2:1 ცაუნია (49), 2:2 საბალა (68)
ისლანდია (4-4-2): ჰალდორსონი - საევარსონი, არნასონი (18. ოტესენი), რ. სიგურდსონი, სკულასონი - გუდმუნდსონი, გ. სიგურდსონი, ჰალფრედსონი, ბიარნასონი - ფინბოგასონი (65. გუდიონსენი), სიგტორსონი
ლატვია (4-5-1): ვანინსი - გაბოვსი, დუბრა, გორკშსი, მაქსიმენკო - რაკელსი, ზიუზინსი (85. იკაუნიეკსი), ტარასოვსი (77. ლაიზანსი), ცაუნია, ვიშნიაკოვსი (65. კარაშაუსკასი) - შაბალა
გაფრთხილება: ფინბოგასონი, გ. სიგურდსონი - ტარასოვსი, მაქსიმენკო
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 14-20; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 17-17 (7-7); ბურთის ფლობა: 56%-44%.

ყაზახეთი-ჰოლანდია 1:2
გოლები: 0:1 ვეინალდუმი (33), 0:2 სნეიდერი (50), 1:2 კუატი (96)
ყაზახეთი (5-4-1): პოკატილოვი - ენგელი, მალი, სმაკოვი, ლოგვინენკო, სუიუმბაევი - კონიასბაევი, კუატი, ისლამხანი (16. გეტერიევი), დოსმაგამბეტოვი (81. ნურგალიევი) - შჩეტკინი (63. ხიჟნიჩენკო)
ჰოლანდია (4-3-3): კრული (81. ზოეტი) - ტეტე, ბრუმა, ვან დეიკი, რიდვალდი - ვეინალდუმი, ბლინდი, სნეიდერი (80. აფელაი) - ელ-ღაზი, ჰუნტელაარი (87. ვან პერსი), დეპაი
გაფრთხილება: ლოგვინენკო - ბლინდი, ბრუმა, ელ-ღაზი
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 11-12; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 9-15 (2-7); ბურთის ფლობა: 40%-60%.

ჩეხეთი-თურქეთი 0:2
გოლები: 0:1 ინანი (62-პენ), 0:2 ჩალჰანოღლუ (80)
ჩეხეთი (4-2-3-1): ვაჩლიკი - კადერჟაბეკი, სუხი, პროხაზკა, ნოვაკი - დარიდა, პაველკა - დოჩკალი (78. პეტრჟელა), სურალი (67. შკოდა), კრეიჩი (54. შკალაკი) - ლაფატა
თურქეთი (5-3-2): ვოლქანი - იოზბაირაკლი, აზიზი, ინანი, ბალთა, ერკინი - თუფანი, ოზიაკუპი (88. თოფალი), თურანი (86. ტორე) - ჩალჰანოღლუ, თოსუნი (64. შენი)
გაფრთხილება: კრეიჩი, დოჩკალი, პაველკა, ნოვაკი - იოზბაირაქლი, შენი
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 19-20; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 10-10 (1-2); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 17 192

თ მ ფ წ ბ ქ
1. ისლანდია 9 6 2 1 17-5 20
2. ჩეხეთი 9 6 1 2 16-12 19
3. თურქეთი 9 4 3 2 13-9 15
4. ჰოლანდია 9 4 1 4 15-11 13
5. ლატვია 9 0 5 4 6-18 5
6. ყაზახეთი 9 0 2 7 6-18 2

ბოლო ტური
სამშაბათი. 13 ოქტომბერი
ლატვია-ყაზახეთი 22:45
ჰოლანდია-ჩეხეთი 22:45
თურქეთი-ისლანდია 22:45
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული