იგივე ითქმის ჩეხებზე, რომელმაც ცოტა ხნის წინათ ასევე ჩაიჯიბეს საფრანგეთის საგზური და გასაჭირში მყოფ ჰოლანდიას ეწვივნენ. პლეი ოფის საგზურისთვის სწორედ ეს ნაკრებები იბრძოდნენ, "ნარინჯისფრებს" აუცილებლად უნდა მოეგოთ და იმედი ჰქონოდათ, რომ თურქებს ფეხი დაუცდებოდათ.
ჰოლანდიელთა თავკაცად გუს ჰიდინკის ნაცვლად ცოტა ხნის წინათ დანიშნული დანი ბლინდისა და მისი ბიჭების ცოდვაში ფეხის ჩადგმა მცველმა კადერჟაბეკმა დაიწყო, რომელსაც ასისტენტობა ირჟი სკალაკმა
ბლინდმა შესვენებემდავე გამოიყვანა რობინ ვან პერსი და შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე, ჩეხებს მარეკ სუხი გაუძევეს, რამაც მასპინძლებს ილუზიები გაუჩინა. ტრაგი-კომედია ეთქმის იმას, რომ ვან პერსიმ საკუთარ კარში გაიტანა და ჰოლანდიას შანსი ფაქტობრივად მოუსპო.
კლაას-იან ჰუნტელარმა ერთი კი გაქვითა და იმავე ვან პერსიმაც მოიფხანა გული და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ... გვიანი იყო. 1984 წლის მერე, ჰოლანდიის ნაკრები პირველად არ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე.
თურქებს ზედმეტი ძალისხმევა არც დასჭირდათ და 10 კაცით ფრეს თამაშობდნენ, მაგრამ ბოლოს მოიგეს - სელჩუკ ინანის მშვენიერი დარტყმით საჯარიმოდან. ფათიჰ თერიმის ბიჭებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური გაინაღდეს, როგორც საუკეთესო მესამეადგილოსნებმა.
13 ოქტომბერი
ლატვია-ყაზახეთი 0:1
გოლები: 0:1 კუატი (65)
ლატვია (4-4-2): ვანინი - გაბოვი, დუბრა, გორკშსი, მაქსიმენკო - ცაუნია (72. ე. ვიშნიაკოვი), ლაიზანსი, ზიუზინი (83. იკაუნიეკსი), ვიშნიაკოვი (57. კარასაუსკასი) - რაკელი, შაბალა
ყაზახეთი (4-4-2): პოკატილოვი - ენგელი, მალი, ლოგვინენკო, შომკო - დოსმაგამბეტოვი (68. კონისბაიევი), კუატი, სმაკოვი, სუიუმბაევი - ხიჟნიჩენკო (90. შჩეტკინი), ნუსერბაევი (82. გურმანი)
გაფრთხილება: კარასაუსკასი - კუატი
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 10-13 (1-9); ბურთის ფლობა: 54%-46%.
ჰოლანდია-ჩეხეთი 2:3
გოლები: 0:1 კადერჟაბეკი (24), 0:2 შურალი (35), 0:3 ვან პერსი (66), 1:3 ჰუნტელარი (70), 2:3 ვან პერსი (83)
ჰოლანდია (4-3-3): ზუტი - ტეტე, ბრუმა, ვან დეიკი (64. დოსტი), რიდევალდი (39. ვნ პერსი) - ბლინდი, ვეინალდუმი, სნეიდერი - ელ-გაზი (69. დოსტი), დეპაი, ჰუნტელაარი
ჩეხეთი (4-2-3-1): ჩეხი - კადერჟაბეკი, სუხი, კადლეცი, გებრე სელასიე - დარიდა, პაველკა - პლაშილი (86. შკოდა), სკალაკი, შურალი (71. კალასი) - ნეციდი (46. პროხაზკა)
გაფრთხილება: ჰუნტელარი, ბლინდი, ვან პერსი, სნეიდერი - სკალაკი, გებრე სელასიე
გაძევება: სუხი (43)
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 16-13; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 13-10 (6-3); ბურთის ფლობა: 56%-44%.
თურქეთი-ისლანდია 1:0
გოლები: 1:0 ინანი (89)
თურქეთი (4-1-4-1): ბაბაჯანი - იოზბაირაკლი, აზიზი, ბალთა, ერკინი - ინანი - შენი (75. უმუთ ბულუთი), ტუფანი, ეზიაკუპი (62. ტიორე), არდა თურანი — ჩალჰანოღლუ (72. ტოსუნი)
ისლანდია (4-4-2): კრისტინსონი - სევარსონი, არნასონი, რ. სიგურდსონი, სკულასონი - გუდმუნდსონი, გუნარსონი, გ. სიგურდსონი, ბიარნასონი - ბედვარსონი (82. კიარტანსონი), სიგტორსონი (88. ფინბოგასონი)
გაფრთხილება: ტოსუნი - გუდმუნდსონი
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 9-11; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 8-5 (3-0); ბურთის ფლობა: 54%-46%.
თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩეხეთი 10 7 1 2 19-14 22
2. ისლანდია 10 6 2 2 17-6 20
3. თურქეთი 10 5 3 2 14-9 18
4. ჰოლანდია 10 4 1 5 17-14 13
5. ყაზახეთი 10 1 2 7 7-18 5
6. ლატვია 10 0 5 5 6-19 5
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"