არადა, სტუმრებმა მთელი თამაში შეტევებში გალიეს და კიდევ შეეძლოთ არაერთი გოლის გატანა. მოკლედ, ხორვატიამ თავისი საქმე გააკეთა, თუმცა ამ გუნდის ბედი იტალია-ნორვეგიის თამაშზეც იყო დამოკიდებული...
იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩეპიონატის საგზური წინა ტურში გაინაღდა, თუმცა სამართლიანი ფეხბურთის წესებს არ უღალატა და ნორვეგიასთან თამაშს მოტივირებული შეხვდა. "სკუადრა აძურა" კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა მთელი 90 წუთის განმავლობაში და
არადა, იტალიელთათვის მძიმე მატჩი გამოდგა, რადგან პირველი ტაიმი ნორვეგიელებმა მოიგეს და მეორე ნახევრის დიდი ნაწილიც ფლობდნენ ამ მინიმალურ უპირატესობას - თუმცა, 73-ე წუთზე ალესანდრო ფლორენციმ იყოჩაღა და გაქვითა ანგარიში, ათიოდე წუთში კი მისივე გადაცემით უკვე გრაციანო პელემ გაიბრწყინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 2:1.
აღსანიშნავია, რომ მსაჯს ნორვეგიელთა გოლი თანაშგარე მდგომარეობის გამო არ უნდა ჩაეთვალა და პირიქით, იტალიელთა კიდევ ერთი, წესების სრული დაცვით გატანილი გოლი, არ უნდა გაეუქმებინა. არადა, თამაშს ცნობილი რეფერი, ფელიქს ბრიხი და მისი გამოცდილი ბრიგადა სჯიდა.
იტალიამ სრულიად დამსახურებულად დაიკავა ჯგუფში პირველი ადგილი და ფეარ პლეის წესების დაცვით, საფრანგეთში ხორვატია გაიყოლა...
13 ოქტომბერი
ბულგარეთი-აზერბაიჯანი 2:0
გოლები: 1:0 მ. ალეკსანდროვი (20), 2:0 რანგელოვი (56)
ბულგარეთი (4-2-3-1): მიტრევი - ზ. მილანოვი, ივანოვი, ა. ალეკსანდროვი, მილნევი - დიაკოვი, ზლატინსკი - გ. მილანოვი, პოპოვი (66. ჰრისტოვი), მ. ალეკსანდროვი (80. სლავჩევი) - რანგელოვი (88. ნედელევი)
აზერბაიჯანი (4-5-1): აგაევი - მირზაბაიოვი, სადიკოვი, აბისოვი, მედვედევი (62. დაზდამიროვი) - ისმაილოვი, ნაზაროვი, კარაევი (81. ისრაფილოვი), ამირგულიევი, კაფაროვი (67. ერატი) - კურბანოვი
გაფრთხილება: ივანოვი, დიაკოვი, გ. მილანოვი, რანგელოვი - სადიკოვი, კარაევი, ამირგულიევი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 19-16; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 7-6 (3-3); ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 10 000
იტალია-ნორვეგია 2:1
გოლები: 0:1 ტეტი (23), 1:1 ფლორენცი (73), 2:1 პელე (82)
იტალია (3-5-2): ბუფონი - ბარძალი (72. კანდრევა), ბონუჩი, კიელინი - დარმიანი, ფლორენცი, მონტოლივო (68. ბერტოლაჩი), სორიანო, დე შილიო - ედერი (62. ჯოვინკო), პელე
ნორვეგია (4-2-3-1): ნაილანდი - ელაბდელუი, ჰოვლანდი, ფორენი, ალესამი - იოჰანსენი, ტეტი - სკილბრედი (51. სამუელსენი), ჰენრიკსენი, ბერგეტი (78. ბერიშა) - სოდერლუნდი (60. კინგი)
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 10-7; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 16-2 (9-1); ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 40 000
მალტა-ხორვატია 0:1
გოლი: 0:1 პერიშიჩი (25)
მალტა (5-4-1): ჰოგი - ზერაფა, ბორგი, აგიუსი, მუსკატი, ფაილა - ბრიფა (79. ფენეხი), მუსკატი, შემბრი (90. კოჰენი), კრისტენსენი - ეფიონგი (75. მიფსუდი)
ხორვატია (4-2-3-1): სუბაშიჩი - სრნა, ჩორლუკა, ვიდა, პივარიჩი - კოვაჩიჩი, ბადელი - პერიშიჩი, რაკიტიჩი (78. ბროზოვიჩი), პიაცა (83. ოლიჩი) - კალინიჩი (60. კრამარიჩი)
გაფრთხილება: ფაილა - პერიშიჩი, ბადელი
კუთხური: 2-9; ჯარიმა: 11-10; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 5-15 (2-3); ბურთის ფლობა: 36%-64%
მაყურებელი: 5 000
თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 10 7 3 0 16-7 24
2. ხორვატია 10 6 3 1 20-5 20
3. ნორვეგია 10 6 1 3 13-10 19
4. ბულგარეთი 10 3 2 5 9-12 11
5. აზერბაიჯანი 10 1 3 6 7-18 6
6. მალტა 10 0 2 9 3-16 2
შენიშვნა: ხორვატია - 1 ქულა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"