ჰოლანდიელთა გავარდნა ყველაზე მეტად მეზობელ ბელგიელებს წაადგათ, მათ პირველ კალათში გადაინაცვლეს ესპანეთთან (როგორც მოქმედი ჩემპიონი), საფრანგეთთან (როგორც მასპინძელი), გერმანიასთან, ინგლისთან და პორტუგალიასთან ერთად.
მიუხედავად იმისა, რომ დიდებული საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა, ავსტრიის ნაკრები პირველი კალათის მიღმა დარჩა, ისევე, როგორც იტალიის ნაკრები. მეორე კალათში იქნებიან რუსეთი, შვეიცარია და ხორვატიაც. მეექვსეს ვინაობა კი ჯერ უცნობია. რაც უნდა მოხდეს, ბოლო კალათში
ყველაფერი მას მერე გადაწყდება, რაც პლეი ოფის მატჩები გაიმართება და უეფას ახალი სანაკრებო კოეფიციენტები გამოქვეყნდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"