ევრო 2016. პლეი ოფი: საფრანგეთში პლეი ოფიდან პირველი უნგრეთი მიდის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტამაშ პრისკინის გოლმა ლამის გადამწყვეტი როლი ითამაშა იმაში, რომ ბოლო 30 წელიწადში პირველად, უნგრეთის ნაკრები დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე გავიდა.

უნგრელებმა ოსლოში 1:0 მოიგეს და როცა, მატჩის მე-14 წუთზე პრისკინმა ანგარიში გახსნა, ცხადი გახდა, რომ ნორვეგიელებს ძალიან გაუჭირდებოდათ სასწაულის მოხდენა.

რაშიც მათ ვერც თინეიჯერი ვუნდერკინდი მარტინ ედეგორი შეეწიათ, ვინც შესვენებაზე შეცვალეს კიდეც.

მატჩის ბოლოს ნორვეგიელთა ფორვარდმა მარკუს ჰენრიკსენმა ჯერ საკუთარი, მერე კი მეტოქის კარი აიღო და უნგრეთის ნაკრებმა ორი მატჩის ჯამში 3:1 მოიგო და ევრო 2016-ის 21-ე მონაწილე გახდა.

15
ნოემბერი
უნგრეთი-ნორვეგია 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 პრისკინი (14), 2:0 ჰენრიკსენი (83 ს. კ.), 2:1 ჰენრიკსენი (87)
უნგრეთი (4-1-4-1): კირაი - ფიოლა, გუზმიჩსი, ლანგი, კადარი - ელეკი (46. პინტერი) - ლოვრენციჩსი, კლაინჰაისლერი (75. ნემეტი), ნადი, ჯუჯაკი - პრისკინი (62. ბოდე)
ნორვეგია (4-5-1): ნილანდი - ელაბდელაუი, ფორენი, ჰოვლანდი, ალეესამი - სკიელბრედი (80. ბერგეტი), იოჰანსენი, ტეტეი, ედეგორი (46. ჰელანდი), ელიუნუსი (46. პედერსენი) - ჰენრიკსენი
გაფრთხილება: ნადი, ბოდე - იოჰანსენი, ფორენი
კუთხური: 4-9; ჯარიმა: 10-10; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 11-13 (5-4); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 21 500

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული