საქართველოს ნაკრებში რომ არ ეთამაშა - ანტალ იააკობიშვილს უნგრეთის ეროვნულ გუნდში უხმეს

AutoSharing Option
15 ივლისს Geo Team-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ჟირონას" 20 წლის ცენტრალური მცველი ანტალ იააკობიშვილი (სიმაღლე 193 სმ) საქართველოს ნაკრებში თამაშს განიხილავს, თუმცა ეს შეიძლება არ მოხდეს.

ანტალ იააკობიშვილი 7 სექტემბერს გერმანიასთან და 10 სექტემბერს ბოსნია და ჰერცეგოვინასთან ერთა ლიგის მატჩებისთვის უნგრეთის ნაკრების მწვრთნელმა მარკო როსიმ გამოიძახა და თუ რომელიმე შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს, შემდგომში "ჯვაროსნების" რიგებში ასპარეზობის უფლება არ ექნება.

მადიართა თავკაცმა განაცხადა, რომ მისთვის მთავარია ფეხბურთელს კლუბში სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, იაკობიშვილმა ყველა წინასასეზონო სპ
არინგში მიიღო მონაწილეობა, ოფიციალურ მატჩებში თავის წარმოჩენის შანსი არ ეძლევა, თუმცა ახალგაზრდებზე იმედებს ამყარებს და ანტალის ეროვნულ გუნდში გამოძახების დრო დადგა.

როგორც ჩანს, მისი უნგრეთის ეროვნულ გუნდში ხმობის განსაკუთრებული აუცილებლობა არ არსებობდა, მაგრამ უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციამ თავი დაიზღვია და პრევენციულ ზომას მიმართა.

ანტალი უნგრეთშია დაბადებული, ამ ქვეყნის ასაკობრივი ნაკრებების წევრი იყო, მისი ძმა, აარონ იააკობიშვილი კი "ბარსელონას" დუბლების მეკარეა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ქართული გვარი აქვს, სისხლი ებრაული, მოქალაქეობა უნგრული. თუ სხვა ქვეყამნა აირჩია არაუშავს, არაა ეს მიქაუტაძესავით სისხლით ქართვრლი და ვერ მოვთხოვთ.
ვისაც ჩვენთან არ უნდა, სხვა გზით იაროსო თქვა დიდმა ლექსომ
0
უნგრეთში დაბადებული, იქ გაიზარდა და მისი გადასაწყვეტია სად აირჩევს თამაშს. ეტყობა აქტიურობდნენ საქართველოდან და ამათმაც გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში რომ არ დაკარგონ, უნგრელებსაც თავიანთი ინტერესი აქვთ. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ფეხბურთელები, მაგრამ თუ ფეხბურთელი სხვა ქვეყანას აირჩევს რა უნდა ვქნათ? საქართველოს ნაკრებში ძირითადის ცენტრალური მცველები უკვე ასაკში და არიან და ახალგზარდებს მეტი შანსი მიეცემათ რომ ამით ისარგებლონ, ასე რომ დასაფიქრებლად ღირს ანტალისთვის ქვეყნის არჩევა!
zaza
20:45 27-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული