ევრო 2016. პლეი ოფი: ოცდამეორე ირლანდიაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ავივაზე" თამაში პარიზის ტერაქტის გამო წუთიერი დუმილით დაიწყო, რომელიც ბოსნიელმა ფანებმა სტვენით და ხმაურით შეურაცხყვეს, ამას მოყვა ირლანდიელ ფანთა ბრაზიანი რეაქცია და სტუმრები იძულებულნი გახდნენ, ადამიანურად მოქცეულიყვნენ.

ზენიცაში გატანილი ბურთი ირლანდიელებს გარკვეულ უპირატესობას აძლევდათ, თუმცა მარტინ ო'ნილის გუნდი ამით არ დაკმაყოფილდა - 2 უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს და გახდა 22-ე გუნდი, რომელმაც ევრო 2016-ის საგზური გაინაღდა.

ორივე გოლი ჯონათან უოლტერსის ანგარიშზეა. "სტოკის" ფორვარდმა პირველ ტაიმში პენალტის ნიშნულიდან გაიტანა, მეორე ტაიმში კი უკვე თამაშიდან.

წლეულს "ავივაზე" პირველად მოხდა, რომ ირლანდიის ნაკრებმა
ერთზე მეტი გოლი გაიტანა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საბოლოო გამარჯვებისთვის ერთიც საკმარისი იქნებოდა. ირლანდია ევროპის ჩემპიონატზეა.

დღეს შესარჩევი ციკლი ორი მატჩით დასრულდება და ევრო 2016 საბოლოოდ დაკომპლექტდება. დანიის ნაკრები შვედეთს მასპინძლობს, იბრას და კომპანიას 2:1 აქვს შესანარჩუნებელი, ხოლო უკრაინის ნაკრებმა მარიბორში სლოვენიასთან ორბურთიანი უპირატესობა უნდა შეინარჩუნოს.

16 ნოემბერი
ირლანდია-ბოსნია 2:0 (1:1)
გოლები: 1:0 უოლტერსი (24-პენ), 2:0 უოლტერსი (70)
ირლანდია (4-4-2): რენდოლფი - კოულმენი, კიოგი, კლარკი, ბრეიდი - ჰენდრიკი, უელანი (90. ო'ში), მაკარტი, ჰულეჰენი (55. მაკლინი) - მერფი (55. ლონგი), უოლტერსი
ბოსნია-ჰერცეგოვინა (4-2-3-1): ბეგოვიჩი - ვრანიეში, ზუკანოვიჩი, სპაჰიჩი, კოლაშინაცი - მედუნიანინი (69. ჯურიჩი), კოჩალიჩი (46. ბეშიჩი) - ვისჩა, პიანიჩი, ლულიჩი (80. იბიშევიჩი) - ჯეკო
გაფრთხილება: მაკლინი, ლონგი - სპაჰიჩი, ლულიჩი, ჯეკო, ჯურიჩი
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 8-8 (2-1); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 50 000

სამშაბათი. 17 ნოემბერი
დანია-შვედეთი 23:45 (1:2)
სლოვენია-უკრაინა 23:45 (0:2)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ირლანდია იმსახურებდა გასვლას. ირლანდიელებს კარგი თვისებები აქვთ რაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს გამოადგებათ: ფიზიკური გარჯა, ყველა ბურთზე ბრძოლა და მსაჯის სასტვენამდე დაჟინებული, მოუსვენარი სწრაფვა მოწინააღმდეგის კარის ასაღებად. საქართველოს ნაკრებს საპირისპირო თვისებები აქვს: ფიზიკური ორთაბრძოლების წაგება, ბურთის დაკარგვა, თამაშის მსვლელობის დროს ხელის ჩაქნევა და ბედს შეგუება. ამიტომაც აქვს საქართველოს ყველა 6 თუ 7 თამაში წაგებული ირლანდიასთან.
ლუკა
03:50 17-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული