კლუბები ევრო 2016-ზე ფეხბურთელების გაშვების სანაცვლოდ 150 მლნ ევროს მიიღებენ
AutoSharing Option
ევროპის კლუბების ასოციაციის გენერალურმა მდივანმა მიშელ ჩენტენარომ განაცხადა, რომ ევრო 2016-ზე ფეხბურთელების გაშვების სანაცვლოდ, კლუბები საერთო ჯამში, 150 მილიონ ევროს მიიღებენ.
ეს ეხება საკვალიფიკაციო მატჩებსაც. საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთი თამაშისთვის კლუბი უეფასგან 4 ათას ევროს მიიღებს. მხოლოდ ფინალური ეტაპისთვის კლუბებისთვის გამოყოფილია 100 ათასი ევრო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით) ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"