საფეხბურთო კლუბებმა 2014 წელს ტრანსფერებზე 3.6 მილიარდი ევრო დახარჯეს

AutoSharing Option
ფიფამ კლუბების მიერ 2014 წელს განხორციელებული ტრანსფერების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ ტრანსფერების ჯამურმა თანხამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

AFP-ის ცნობით, ისტორიაში პირველად, კლუბებმა ტრანსფერებზე 3.6 მილიარდი ევრო დახარჯეს, რაც 100 მილიონით ბევრია, ვიდრე წინა წელს.

გასულ წელს კლუბი 13 090-მა ფეხბურთელმა შეიცვალა. ყველაზე დიდ ბაზრად კვლავ ევროპა რჩება, სადაც საერთო თანხის 87 პროცენტი დაიხარჯა.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მილიარდ ევროზე მეტი მხოლოდ ინგლისურმა კლუბებმა დახარჯეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული