ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი: ფინალი თბილისის ნაცვლად გორში!

AutoSharing Option
19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი 15 ივლისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იყო დაგეგმილი.

მაგრამ უეფამ გადაწყვეტილება შეცვალა, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა - ტურნირის მთავარი მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება (დასაწყისი 20 საათზე).

საინტერესოა, რომ ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაარტენ სტეკელენბურგმა ტურნირის ორგანიზებაზე საუბრისას თქვა, რომ გორში განსაკუთრებით კარგი გარემო და სათამაშო მოედანი იყო. თუმცა მისი გუნდი ნახევარფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა და შაბათს ამ "კარგ გარემოსა და სათამაშო მოედანს" ვეღარ დააჭაშნიკებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 7 /
მე ვუთარგმნიდი პრესკონფერენციაზე და მოედანზე ზუსტად ასე თქვა: რაც კი მოედნები მინახავს საქართველოში- საუკეთესო მინდორი გორშიაო! საფეხბურთო გარემო კი ცემთვის, ჰოლანდიელისთვისაც- მისაბაძია გორშიო!!!!
MAMUKA KVAACXELIA
21:49 13-07-2017
0
დღეისათვის გორის სტადიონი ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში.(ისევე როგორც მაყურებელი).ფინალის აქ დანიშვნაც ალალად ეკუთვნოდა.სტადიონის გადახურვაზე ბათუმელებმა იფიქრონ. ჩვენ, გორელები ღია სტადიონზე და იაფფასიან სკამებზეც კომფორტულად ვგრძნობთ თავს.
gori 2
21:02 13-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული