საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა და ახლა უკვე 19-წლამდელების მომდევნო თაობის (1999-2000 წლებში დაბადებულები) ჯერია, რომელიც 8-14 ნოემბერს ბოსნიაში გასამართი შესარჩევი ციკლისთვის ემზადება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მზადების პროცესში კიდევ ორი ამხანაგური მატჩი დაუგეგმა ნაკრებს.

კერძოდ, 30 აგვისტოს და პირველ სექტემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები სტუმრად ალბანეთის 19-წლამდელთა ნაკრებს გაეჯიბრება. გუნდი შეკრებას აგვისტოს ბოლოს, სანაკრებო პაუზაზე, თბილისში დაიწყებს და ალბანეთში 29 აგვისტოს გაფრინდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქეები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საფრანგეთი, ბოსნია და ანდორა იქნებიან. ტურნირს ბოსნია მასპინძლობს.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ნაკრების მწვრთნელი ვინ არის? ყიფიანი? თუ მაისურაძე?
0

სიახლეები პოპულარული